ისრაელის არმიამ 222 მძევლის ოჯახს შეატყობინა, რომ მათი ახლობლები ღაზაში არიან

მათ შორის არ არის ჯუდით რაანანი და მისი ქალიშვილი ნატალი, რომლებიც ჰამასმა პარასკევს ღამით გაათავისუფლა.

ნეთანიაჰუ: ისრაელთან ომში ჩართვა ჰეზბოლასთვის საბედისწერო შეცდომა იქნება

ისრაელის პრემიერ მინისტრის თქმით, ჰეზბოლას გააქტიურება ისრაელის უპრეცედენტო საპასუხო დარტყმებს გამოიწვევს, რაც ლიბანს მასშტაბური ნგრევით ემუქრება.

ჰამასის თავდასხმის შემდეგ ღაზაში პირველად შევიდა ჰუმანიტარული ტვირთი

რამდენიმე საათით გახსნილი რაფას სასაზღვრო პუნქტი მედიკამენტებითა და საკვებით დატვირთულმა ოცმა სატვირთო ავტომობილმა გაიარა.

ბაიდენი კონგრესს უკრაინისთვის $60 მილიარდის გამოყოფას სთხოვს

19 ოქტომბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართა და განმარტა, რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

პოლონეთის მმართველმა პარტიამ არჩევნებისთვის ორბანის მრჩევლები დაიქირავა - Polityka

ამის შესახებ პოლონური გამოცემა Polityka რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელიც დაკავშირებულია მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბთან.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერობისთვის უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე აღარ იბრძოლებს

ჯიმ ჯორდანი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამცველი და უკრაინის დახმარების გაზრდის მოწინააღმდეგეა.

"არნახული დანაკარგები",- რა ვიცით რუსეთის განახლებულ შტურმზე ავდიივკასთან

"ავდიივკასთან დღეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. და დიახ ჩვენ გვაქვს დანაკარგები, ამ ჯოჯოხეთმა ჩვენი მეომრების სიცოცხლე წაიღო",- წერს ვაგნერთან დაახლოებული ტელეგრამ არხი War Zone.