ჰუსიტებისგან დასაცავად- აშშ-მ წითელ ზღვაში საერთაშორისო ოპერაცია გამოაცხადა

იემენელი ჰუსიტებისგან კომერციული ნაოსნობის დასაცავად პენტაგონმა საერთაშორისო ოპერაციის შესახებ გამოაცხადა - რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ქვეყანა თანახმაა დაიწყოს პატრულირება წითელი ზღვის სამხრეთსა და ადენის სრუტეში. 

ბაჰრეინში ვიზიტის დროს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ოპერაციაში ჩართული რამდენიმე ქვეყანა დაასახელა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია მზად არიან თუ ამ ქვეყნების გემები გაანეიტრალონ ჰუსიტების მიერ გაშვებული დრონები და რაკეტები, რასაც ამერიკული ფლოტი აკეთებს. 

ოსტინის თქმით, საერთაშორისო ოპერაციაში ჩაერთვებიან, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, კანადა, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, ბაჰრეინი და სეიშელის კუნძულები. 

კონტექსტი 

ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტები აქტიურად ჩაერთვნენ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში - ჰუსიტები თავს ესხმიან ისრაელისთვის საკვანძო საზღვაო მარშრუტებში გამავალ გემებსა და პერიოდულად ისრაელის მიმართულებით დრონებსა და რაკეტებს ისვრიან. 

18 დეკემბერს ჰუსიტებმა პასუხისმგებლობა აიღეს 2 კომერციულ გემზე მომხდარ თავდასხმაზე. საუბარია ტანკერზე Swan Atlantic-ზე, რომელსაც აშშ-ს CENTCOM-ის ცნობით, თავს დაესხნენ დრონითა და ბალისტიკური საზღვაო რაკეტით. გარდა ამისა, კონტეინერმზიდ MSC Сlara-ს ეკიპაჟი, მათი დგომის ადგილას აფეთქების შესახებ იუწყებოდა. სავარაუდოა, რომ ორივე თავდასხმა ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა. 

გასულ კვირებში ჰუსიტები ისრაელისთვის განკუთვნილი ნებისმიერი გემების ჩაძირვით იმუქრებოდნენ. 18 დეკემბერს Al-Jazeera-სთან საუბარში ჰუსიტების პოლიტბიუროს წევრმა მოჰამად ალ-ბუხაიტიმ განაცხადა, რომ მათ აქვთ რესურსი დაუპირისპირდნენ ნებისმიერ კოალიციას, რომელსაც სათავეში აშშ ჩაუდგება. 

მსგავსი სიახლეები