საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მკაცრი საიმიგრაციო კანონი ოპოზიციის მხარდაჭერით მიიღო

საფრანგეთის პარლამენტმა დიდი უმრავლესობით მიიღო საიმიგრაციო კანონპროექტი, რომლითაც საიმიგრაციო კანონმდებლობა მკახრდება. მაკრონის პარტიის წევრების ნაწილის შიდა წინააღმდეგობის ფონზე, კანონი მარინ ლე პენის პარტიის დეპუტატების დახმარებით მიიღეს.  

კანონპროექტის პირველადი ვერსია მოგვიანებით საგრძნობლად გამკაცრდა, რასაც მაკრონის პარტია რენესანსის ზოგიერთი მემარცხენე წევრი აკრიტიკებდა და მთავრობას მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდაჭერის მიღების მცდელობაში ადანაშაულებდა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 349-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 186 იყო. აღნიშნული კანონი საფრანგეთის სენატმა, რომელსაც რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს, უკვე მიიღო.

"დღეს აუცილებელია მკაცრი ზომების მიღება," - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა. "პარიზის ცენტრში ყოფნით, დანარჩენ ქვეყანაში მცხოვრეი ფრანგების პრობლემებს ვერ მოაგვარებთ."

კანონპროექტის პირველადი ვერსია ეროვნულმა ასამბლეამ ვერ მიიღო, რადგან მაკრონის პარტია რენესანსს საპარლამენტო უმრავლესობა არ გააჩნია.

მემარჯვენე ძალების ზეწოლის შედეგად მთავრობა დათანხმდა ბინადრობის ნებართვების შესახებ რეგულაციების შემცირებას, ხოლო მიგრანტებისთვის სოციალური ბენეფიტების მიცემის რამდენიმე წლით გადადებას.

ცვლილებები ასევე მოიცავს მიგრაციის კვოტებს, ართულებს მიგრანტების შვილებისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებას და პოლიციის წინააღმდეგ მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული ორმაგი მოქალაქეებისთვის უშვებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას.

ახალი კანონით, ასევე გამარტივდება არალეგალური მიგრანტების გაძევება.

საბოლოო ჯამში, რენესანსის 20-მა წევრმა კანონპროექტს ხმა არ მისცა, 17-მა თავი შეიკავა და 131-მა მხარი დაუჭირა.

კანონის მიღებას მარინ ლე პენმა "იდეოლოგიური გამარჯვება" უწეოდა.

საფრანგეთში მიგრანტებისთვის განსაკუთრებით ფართო სოციალური ბენეფიტები არსებობდა, რომლითაც ისინი ბინის ქირის შეღავათებს, ყოველთვიურ დახმარებას და შვილებისთვის ცალკე ფინანსურ შემწეობას იღებდნენ.

მსგავსი სიახლეები