ევროკავშირმა ვაქცინაციის ტემპით აშშ-ის გადაუსწრო

ვაქცინაციის ტემპით ევროკავშირმა აშშ-ს გადაუსწრო, ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Times ავრცელებს

გამოცემის მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში ევროკავშირის 27 სახელმწიფოში ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაიზარდა, მაშინ როცა პროცესი აშშ-ში საგრძნობლად შენელდა. 

"შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინაციის პროცესში არსებული ჩამორჩენა წარმატებით აღმოიფხვრა",- ამბობს ევრო კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ევროგაერთიანების ქვეყნები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოს და ისრაელს. 

ამ დროისთვის ევროკავშირის ყოველ 100 მოსახლეზე რეგისტრირებულია 102.66 აცრა, მაჩვენები აშშ-ში 102.44-ს უტოლდება.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ აშშ-ში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია მოსახლეობის 56%, ხოლო ევროკავშირში 58%.

 

მსგავსი სიახლეები