პერუს ექს-პრეზიდენტი შესაძლოა ქალების სტერილიზაციისთვის დაიჭირონ

პერუს ყოფილი პრეზიდენტი, ალბერტო ფუხიმორი 1990-იან წლებში დაწყებული სამთავრობო პროგრამის გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება. პროგრამის ფარგლებში, ათსობით აბორიგენი ქალი სიღარიბესთან ბრძოლის მიზნით და შობადობის შემცირების მოტივით, ძალდატანებითი სტერილიზაციის მსხვერპლი გახდა. მათი ნაწილი გარდაიცვალა ან სერიოზული დაზიანებები მიიღო ინფექციის გამო.

 

რაში ადანაშაულებენ  ფუხიმორს?

 

პერუს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში 1996-2000 წლებში 270 000-ზე მეტი ქალისა და 22 000-ზე მეტი კაცის სტერილიზება მოხდა. ფუხიმორის მმართველობის პერიოდის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა სტერილიზაცია პაციენტების ნებაყოფლობითი სურვილით ტარდებოდა, თუმცა, ათასობით ქალი აცხადებს, რომ ისინი შეავიწროვეს, შეცდომაში შეიყვანეს ან აიძულეს პროცედურის გავლა.

 

სამართლებრივი პროცესი მოსამართლე რაფაელ მარტინესის ხელმძღვანელობით ორშაბათს დაიწყო. პროცესს წინ უძღოდა ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების მრავალწლიანი მოთხოვნები. საქმის პროკურორმა, პაბლო ესპინოზამ განაცხადა, რომ სტერილიზაცია ანტისანიტარიულ პირობებში ტარდებოდა და ზოგიერთი ქალი ინფექციების შედეგად გარდაიცვალა. ფუხიმორი ბრალდებულია 5 ქალის გარდაცვალებასა და 1 301 ქალის სურვილის საწინააღმდეგოდ სტერილიზაციაში მონაწილეობაში. 82 წლის პერუს ყოფილი პრეზიდენტი 25 წლიან პატიმრობაშია 2 მკვლელობის გამო, რომელიც სამხედროებმა 1990-2000 წლებში, მისი მმართველობის დროს ჩაიდინეს. გარდა ამისა, ის მსჯავრდებულია კორუფციაში და მისი სამხედროების, ე.წ. “სიკვდილის ბრიგადების” მიერ 6 ფერმერის მკვლელობის საქმეში. ფუხიმორის ადვოკატები აცხადებენ, რომ სტერილიზაციის საქმეზე მისთვის ბრალის წაყენება არასწორია, რადგან 2007 წელს ჩილედან ექსტრადიციის დროს ეს ბრალდება არ შედიოდა იმ ბრალდებების სიაში, რომლითაც ის უნდა გაესამართლებინათ. 

 

რა იყო შობადობის შემცირების პროგრამის მიზანი?

 

1995 წელს, პრეზიდენტმა ფუხიმორიმ ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი მთავრობა განახორციელებდა პროგრამას, რომელიც დაეხმარებოდა ღარიბ პერუელ ქალებს შვილების რაოდენობაზე გადაწყვეტილების მიღებაში. პროგრამის დაწყებას მალევე მოჰყვა განცხადებები ანდებში მცხოვრები ქალებისაგან, რომ სტერილიზაციის პროცესი მათი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა. ფუხიმორის მთავრობის წარმომადგენლები კი ამის საპასუხოდ აცხადებდნენ, რომ ნებისმიერი გადამეტება ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების პასუხისმგებლობა იყო. შებადობის შემცირების პროგრამა იმდენად წინააღმდეგობრივი იყო, რომ აშშ-ს კონგრესმა პერუსთვის დახმარების გაცემა შეწყვიტა, რომლთაც პროგრამა ფინანსდებოდა. ფუხიმორი ხშირად თავს იწონებდა, რომ მისი პოლიტიკის შედეგად პერუში შობადობა 1990 წელთან შედარებით 10 წელიწადში 3.7-ნდან 2.7-მდე დაეცა.

 

წყარო:

BBC.com

ABCnews.com

 

 

მსგავსი სიახლეები