მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:04 | 28 აგვისტო, 2026 — რუსეთი

"ეს არ მაღელვებს" - ტრამპი რუსეთის მხრიდან ნატოზე შესაძლო თავდასხმაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოცემა Axios-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ნატოს ქვეყნებზე შესაძლო თავდასხმის საფრთხე არ აღელვებს.

ვითარების არსი: როგორც გამოცემა აღნიშნავს, სამშაბათს ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი საიდუმლო ვიზიტით მოსკოვს ეწვია და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინს შეხვდა.

  • რიგი მედიასაშუალებების ცნობით, ვიზიტის მიზანი მოსკოვის გაფრთხილება იყო, რათა ალიანსის რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმისგან თავი შეეკავებინა.

რას ამბობენ: Axios-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რეტკლიფს მსგავსი გაფრთხილება არ გადაუცია.

  • "ეს არ მაღელვებს... საერთოდ. აქ არანაირი პრობლემა არ არის", - განაცხადა ტრამპმა ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ მოსალოდნელ რუსულ პროვოკაციაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
  • პრეზიდენტმა რეტკლიფის ვიზიტს "ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტი" უწოდა და გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, თუ როგორ გააშუქა ეს თემა მედიამ.
  • "რეტკლიფი თავის რუს კოლეგას ნახევარ წელიწადში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ ხვდება. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. არანაირი განსაკუთრებული გზავნილი არ ყოფილა და არც არაფერი უჩვეულო მომხდარა", - აღნიშნა ტრამპმა.

მეორე მხარე: "სამუშაო ფორმატი" უწოდა შეხვედრას რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორმა.

  • "შეხვედრა შედგა, თუმცა ამაში უჩვეულო არაფერია. სპეცსამსახურების პრაქტიკაში ხელმძღვანელთა პირისპირ თუ ონლაინ შეხვედრები ჩვენი მუშაობის შემადგენელი ნაწილია. ჯონ რეტკლიფთან შემდგარი შეხვედრა სამუშაო ფორმატი იყო", - განაცხადა ნარიშკინმა.

კონტექსტი: გამოცემების, Wall Street Journal-ისა და Politico-ს წყაროები ამტკიცებენ, რომ მოსკოვში CIA-ის ხელმძღვანელთან გამართულ მოლაპარაკებებზე საუბარი კონკრეტულად შეეხო ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ "ესკალაციური ქმედებების" დაუშვებლობას.

  • გამოცემების ცნობით, ამერიკულმა მხარემ ასევე მკაფიოდ დააყენა მოთხოვნა, რომ რუსეთმა ირანის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა შეწყვიტოს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე