დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

13:29 | 27 სექტემბერი, 2026 — აზერბაიჯანი

ExxonMobil აზერბაიჯანის ფიქალის საბადოებიდან ნავთობისა და გაზის მოპოვებას დაიწყებს

ამერიკულმა ენერგეტიკულმა კორპორაცია ExxonMobil-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან მიაღწია შეთანხმებას აზერბაიჯანის ფიქალის საბადოებიდან ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ძიებასა და მოპოვებაზე.

ვითარების არსი: Bloomberg-ის ცნობით, ExxonMobil-მა SOCAR-თან ერთობლივი საწარმო შექმნა, რაც მას საშუალებას მისცემს დაიწყოს "არატრადიციული ნახშირწყალბადების რესურსების" ძიება მდინარე მტკვრის აუზში.

  • ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ExxonMobil პროექტის მთავარი ოპერატორის სტატუსით იმოქმედებს.
  • ExxonMobil-სა და SOCAR-ს შორის კომერციულ, სამართლებრივ და სხვა ასპექტებზე მოლაპარაკებები წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა.
  • გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ შეთანხმების მიღწევას აქტიურად უწყობდა ხელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.

სტრიქონებს შორის: ამერიკული ენერგეტიკული გიგანტი გეგმავს აზერბაიჯანში გამოიყენოს ფრექინგის ტექნოლოგია.

  • ExxonMobil ცდილობს პერმის აუზსა და ამერიკის სხვა ფიქალის საბადოებზე მიღებული უნარები გამოიყენოს მსგავსი გეოლოგიური მახასიათებლების მქონე ქვეყნებში.
  • ამასთან, აშშ-ის ფარგლებს გარეთ მსგავსი ბურღვის მარეგულირებელი სამართლებრივი და ნორმატიული ბაზა ხშირად გაცილებით რთულია. იგი ნებისმიერი სამუშაოს დაწყებამდე ხანგრძლივ მოლაპარაკებებსა და შეთანხმებებს მოითხოვს.
  • "ჩვენ გავაერთიანებთ SOCAR-ის ცოდნას აზერბაიჯანის შესახებ ExxonMobil-ის გლობალურ გამოცდილებასა და ტექნოლოგიებთან, რათა უკეთ გავიაზროთ აუზის პოტენციალი და ვეძებოთ შესაძლებლობები უსაფრთხო და ეფექტიანი დამუშავებისთვის," - აღნიშნა ExxonMobil-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბარტ კეჰირმა.

დიდი სურათი: აშშ-ის ფიქალის საბადოები ბოლო 15 წლის განმავლობაში ნახშირწყალბადების გლობალური მიწოდების უდიდესი წყარო იყო.

  • ამ საბადოების დამუშავებამ შეერთებული შტატები ნედლი ნავთობის უმსხვილეს მსოფლიო მწარმოებლად და თხევადი ბუნებრივი გაზის წამყვან ექსპორტიორად აქცია.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე