დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:13 | 11 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი

FT: რუსეთი იარაღის მწარმოებელი ევროპული კომპანიების მმართველების მკვლელობებს გეგმავს

შეიარაღების მწარმოებელი უმსხვილესი გერმანული კომპანიის ხელმძღვანელი, არმინ პაპირგერი, რომლის მკვლელობის სქემა გერმანულმა პოლიციამ 2024 წელს გაშიფრა

რუსეთი მომდევნო თვეებში იარაღის მწარმოებელი ევროპული კომპანიების ხელმძღვანელების ლიკვიდაციის გეგმებს ააქტიურებს - შესაბამისი გაფრთხილებები თავიანთი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებისგან კომპანიების მესვეურებმა უკვე მიიღეს. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times 5 ევროპულ სადაზვერვო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს - წყაროს ცნობით, შეიარაღების მწარმოებელი კომპანიების ლიდერთა ლიკვიდაცია მხოლოდ ნაწილია რუსეთის მასშტაბური გეგმის, რომლის მთავარი მიზანი მომდევნო თვეებში ევროპაზე წნეხის გაზრდაა. 

  • სადაზვერვო უწყებების მონაცემებით საფრთხე ემუქრებათ არამხოლოდ მსხვილ მწარმოებლებს, არამედ შედარებით მცირე ზომის სტარტაპების ხელმძღვანელებსაც, რომლებიც უკრაინისთვის დრონებს ან მის კომპონენტებს ამზადებენ. 

ჩაშლილად: "რუსეთის საფრთხის დონე გასულ თვეებში მკვეთრად გაიზარდა, არამხოლოდ თავდაცვის ობიექტების, არამედ კონკრეტული პერსონების მიმართ"- ამბობს გაზეთთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

  • პირადი დაცვის გაძლიერების რეკომენდაცია საშინაო უსაფრთხოების სამსახურისგან, BfV-სგან უკვე მიიღეს გერმანელმა ბიზნესმენებმა. 

  • გასული თვეების განმავლობაში პირადი დაცვა უკვე გააძლიერა რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელმა, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ უკრაინასთან. 

დიდი სურათი: მსგავსი ოპერაციებს ტრადიციულად რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველო (ГРУ) ატარებს - წყაროების ცნობით, უწყება აქტიურად იყენებს არაპროფესიონალებს და ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლებს. 

  • სხვადასხვა ევროპული ქვეყნების სადაზვერვო უწყებებმა უკვე აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს რუსეთის საიდუმლო სამსახურების რამდენიმე მსგავსი ოპერაცია. 

  • ამასთანავე ევროპელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ რუსების მთავარი მიზანი ფსიქოლოგიურია - "მათ სურთ დაანიშინონ ადამიანები, ვინც უკრაინასთან თანამშრომლობენ"- ამბობს ერთ-ერთი წყარო. 
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე