ახალი ამბები

14:35 | 22 მაისი, 2026 — საფრანგეთი

გაბრიელ ატალმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. იგი პარტია "რენესანსის" თავმჯდომარეა, რომელიც 10 წლის წინ ემანუელ მაკრონმა დააფუძნა. 

ვითარების არსი: ის, რომ გაბრიელ ატალი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ოფიციალური განცხადება 22 მაისს გააკეთა. ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ცენტრისტულ-მემარჯვენე ფლანგიდან იგი კიდევ ერთი ანგარიშგასაწევია კანდიდატია, რომელიც მაკრონის ადგილის დაკავებას შეეცდება. 

  • რამდენიმე დღით ადრე, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განცხადება ედუარ ფილიპმა, კიდევ ერთმა მაკრონის ექს-პრემიერმა (2017-2020) განაცხადა. იგი ახლოს არის იმ ელექტორატთან, რომლის მიმხრობასაც გაბრიელ ატალი შეეცდება. 
  • გაბრიელ ატალი რეგიონულ ტურნეში იმყოფება, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს და, ამასთანავე, საკუთარი წიგნის პრეზენტაციებსაც აწყობს.

აღარ შემიძლია ამ ტიპის ფრანგული პოლიტიკის ატანა. ჩვენი ქვეყნის საუკეთესო თავი, ჯერ დაწერილი არ არის - განაცხადა ატალმა, მურ-დე-ბარეზში ვიზიტისას, სადაც კამპანიის დაწყება დაანონსა. 

საზოგადოებრივი აზრის კვლევებში, პირველ ადგილზე "ეროვნული გაერთიანების" პრეზიდენტი ჯორდან ბარდელაა, მაგრამ მეორე ტურში, გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი ედუარ ფილიპს აქვს. თუმცა, უკანასკნელი დინამიკის თანახმად, ედუარ ფილიპსა და გაბრიელ ატალს შორის სხვაობა მცირდება. 

როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, არსებობს არაფორმალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც არჩევნებამდე ამ ორ პრეტენდენტს შორის ის, ვისაც უფრო დაბალი რეიტინგი ექნება, საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, რათა მეორე ტურში ცენტრისტულ-მემარჯვენე კანდიდატი გადავიდეს და მარინ ლე პენის ბანაკი დაამარცხოს.

მოკლე ცნობები ატალზე: 37 წლის წლის გაბრიელ ატალი ფრანგულ პოლიტიკაში ახალგაზრდობის პერიოდიდანაა. 2017 წელს იგი ეროვნულ ასამბლეაში აირჩიეს, ხოლო სხვადასხვა პოსტების შემდეგ, 2024 წელს მაკრონმა იგი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა.

თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ატალი პარლამენტში დაბრუნდა, ხოლო პარალელურად პარტია „რენესანსის“ თავმჯდომარის პოზიციიდან პოლიტიკური ნიადაგის გამყარებას ცდილობს. იგი იმ იშვიათ პოლიტიკოსთა რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც ღიად განაცხადეს საკუთარი ჰომოსექსუალობის შესახებ. ატალი ებრაული წარმოშობის ოჯახიდანაა, რომელიც ოდესაში ცხოვრობდა, ხოლო დედამისი მართლმადიდებელი ქრისტიანია.



price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე