14:43 | 30 ივლისი, 2026 — ირანი
ირანი ჩინეთიდან ასობით გადასატან საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიიღებს - Reuters
ირანი უახლოეს კვირებში ჩინური წარმოების 300-დან 400-მდე გადასატან საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიიღებს.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: აღნიშნული გარიგება თეირანის ყველაზე მასშტაბური მცდელობაა, აღადგინოს და გააძლიეროს თავისი მოკლე მანძილის საჰაერო თავდაცვა აშშ-სა და ისრაელთან მიმდინარე ომის ფონზე.
- საუბარია 60-70 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგებაზე.
- აშშ-სა და ისრაელთან თვეების განმავლობაში მიმდინარე ომმა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემაში ბევრი სუსტი წერტილი გამოააშკარავა.
- აშშ-ისრაელის დარტყმებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ირანის სარაკეტო, უპილოტო და საჰაერო თავდაცვის ობიექტები.
დეტალები: ჩინური QW-12 და FN-16 ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემები ეფექტურია დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების წინააღმდეგ.
გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რომელიც განკუთვნილია დაბალ სიმაღლეზე მფრინავი სამიზნეების ჩამოსაგდებად.
გამოხმაურება: ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Reuters-ის ინფორმაციას „სრულიად უსაფუძვლო“ უწოდა და განაცხადა, რომ პეკინი თანმიმდევრულად უჭერს მხარს მშვიდობასა და კონფლიქტის დასრულებას.
პაკისტანის არმიის პრესსამსახურმა კატეგორიულად უარყო ირანისთვის ჩინური იარაღის მიწოდებაში პაკისტანის მონაწილეობა და ცნობებს სიყალბე უწოდა.
კონტექსტი: გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდება ხაზს უსვამს თეირანსა და პეკინს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.
- Reuters-ი ადრეც იტყობინებოდა, რომ ირანი ჩინეთთან ასევე ახლოს იყო ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების შესყიდვის შეთანხმებასთან.