ისრაელურმა სამხედრო კომპანიამ ARI Arms აზერბაიჯანში იარაღის წარმოება დაიწყო. კომპანიის პრესრელიზის თანახმად, ოქტომბრის დასაწყისში გახსნის ცერემონიას პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრო.
ვითარების არსი: ქარხანა ბაქოს საკუთრებაა და ისრაელისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი საწარმოს ნაწილს წარმოადგენს. ეს პირველი ობიექტია, სადაც დასავლური ტიპის, M-4-ის მოდელის შაშხანები იწარმოება.
- აზერბაიჯანი ისრაელთან თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროში კავშირების გაღრმავებას განაგრძობს.
- 2025 წლის ივნისში, აზერბაიჯანულმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია SOCAR-მა ისრაელის ერთ-ერთი უდიდეს გაზის საბადო "თამარში" 1.25 მილიარდ დოლარად 10%-იანი წილი შეისყიდა.
- 2024 წელს ხელი
მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კომპანია AS Holidays-ს (რომლის შვილობილი კომპანიაც არის Ari Arms) და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსთან აფილირებულ კომპანიას შორის.
სტრიქონებს შორის: LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ პოსტში Ari Arms-მა დაადასტურა ქარხნის გახსნა და აღნიშნა, რომ "აზერბაიჯანის თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროსთან ერთობლივი საწარმოს ფარგლებში, Ari Arms-მა აზერბაიჯანში AR-15 პლატფორმის შაშხანების (OR-4) ადგილობრივი წარმოება დაიწყო, რაც ქვეყანაში დასავლური სტანდარტის შაშხანების პირველი წარმოებაა."
- ისრაელურმა კომპანიამ განაცხადა, რომ "Ari Arms-ს მოაქვს ტექნოლოგია და ნოუ-ჰაუ, რათა ადგილზე დასავლური წარმოების სტანდარტები დაამკვიდროს. ეს არის ის, რასაც ჩვენ მზა სისტემების მიწოდების მიღმა ვაკეთებთ: ვთანამშრომლობთ მთავრობებთან ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობებისა და გრძელვადიანი ინდუსტრიული დამოუკიდებლობის შესაქმნელად."
დიდი სურათი: კონტრაქტის მიღებამდე, გამოცემა Haaretz წერდა, რომ კომპანიას სამხედრო წარმოების მცირე გამოცდილება ჰქონდა და მანამდე ლითონისა და პლასტმასის გადამუშავებაზე იყო სპეციალიზებული.