დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:48 | 30 სექტემბერი, 2026 — რუსეთი

კალინინგრადის ბლოკადის შემთხვევაში, რუსეთი ნატოს ბირთვული დარტყმით ემუქრება - Reuters

რუსეთმა ნატოს ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა, რომ ბალტიის ზღვაში თავისი ექსკლავის, კალინინგრადის, იზოლირების მცდელობის შემთხვევაში, მზად არის ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: Reuters-ის მიერ მოპოვებული დიპლომატიური დოკუმენტი ესკალაციის შესაძლო ახალ დონეს აჩვენებს.

  • ევროპელი მაღალჩინოსნის შეფასებით, ცივი ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთი ევროპას მსგავსი ფორმით ემუქრება.

მუქარის დეტალები: მოსკოვი ალიანსს აფრთხილებს, რომ კალინინგრადის ბლოკადის შემთხვევაში, გამოიყენებს მთელ ხელმისაწვდომ არსენალს და კონფლიქტის პირველივე წუთებიდან მიიტანს იერიშს ნატოს წევრი ქვეყნების "გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე".

  • კრემლი ალიანსის ქმედებებს "სახიფათო და უპასუხისმგებლო კურსს" უწოდებს.

ნატოს პასუხი: წერილობით პასუხში ალიანსმა მუქარა დაგმო და მოსკოვს "უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკის" შეწყვეტისკენ მოუწოდა.

  • ნატოს წარმომადგენლების განცხადებით, ალიანსის წვრთნები რუსეთს საფრთხეს არ უქმნის, მსგავსი წერილები კი მხოლოდ ევროპელების დაშინების მცდელობაა და უკრაინის მხარდაჭერას ვერ შეაჩერებს.

კონტექსტი: აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი აშშ-ისა და ევროპული სპეცსამსახურების გაფრთხილებების ფონზე ხდება, რომლებიც კონტინენტზე მოსალოდნელ რუსულ დივერსიებსა და საბოტაჟს ეხება.

  • დღეს, ესტონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აგვისტოში, ტალინში დრონების მწარმოებელი კომპანიის შენობისთვის ცეცხლის წაკიდება რუსული დივერსია იყო.


  • დღეს რუსეთმა ესტონეთის საზღვარზე ბარიერების აღმართვა დაიწყო. მოსკოვში ამ ნაბიჯს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლითა და "სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფით" ხსნიან.

  • მანამდე, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) ესტონეთის საზღვართან, ლენინგრადის ოლქში (კინგისეპისა და სლანცის რაიონებში) სპეციალური სასაზღვრო რეჟიმი აამოქმედა, რომელიც 26 სექტემბერს დასრულდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე