ახალი ამბები

12:46 | 03 აპრილი, 2026 — ვლადიმირ პუტინი

ხვალ, 22 იანვარს უიტკოფი და კუშნერი ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან

22 იანვარს დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერი 22 იანვარს, მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან მორიგ შეხვედრას გამართავენ. 

ვითარების არსი: ამის შესახებ თავდაპირველად უიტკოფმა СNBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, ცნობები მოგვიანებით ოფიციალურად დაადასტურეს კრემლში. 

  • 20 იანვარს უიტკოფი და კუშნერი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელს კირილ დმიტრიევს შეხვდნენ, ამ უკანასკნელის თქმით, შეხვედრა "კონსტრუქტიული" იყო. 
  • ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ტრამპის წარმომადგენლებმა ვოლოდიმირ ზელენსკისაც აცნობეს. 

დაეწიე ამბავს: წყაროების ცნობით, უკრაინამ და აშშ-მ პრაქტიკულად დაასრულეს დონალდ ტრამპის მიერ შედგენილი ე.წ. 20 პუნქტიან გეგმაზე მუშაობა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ როგორია ამ დოკუმენტებზე კრემლის პოზიცია - პუტინის განცხადებები ნაკლებ ენთუზიამზე მიუთითებს. 

  • გამოცემა Axios-ის წყაროების ცნობით, სწორედ რუსეთის პოზიციის გაურკვევლობაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არ მოაწერეს ხელი აშშ-მ და უკრაინამ ეკონომიკური რეკონსტრუქციის ხელშეკრულებას. ~

კონტექსტი: უკრაინის საკითხი უკანა პლანზე გადავიდა გრენლანდიის ირგვლივ დონალდ ტრამპის მოთხოვნების გამო ევროპასთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე. 

  • კიევსა და ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებში შექმნილი ურთულესი ენერგეტიკული მდგომარეობის გამო დავოსში გამგზავრება გადადო ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

 


ასევე ნახე