ახალი ამბები

15:08 | 10 ივნისი, 2026 — უკრაინა

კვლევა: ზელენსკის უკრაინელების 61% ენდობა, ზალუჟნის კი - 73%

უკრაინელების 61% პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ენდობა. ამავდროულად, შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლისა და ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის, ვალერი ზალუჟნისადმი ნდობა 73%-ს შეადგენს.

ვითარების არსი: კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის კვლევა 2026 წლის 7 მაისიდან 3 ივნისამდე ჩატარდა.

  • სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტს მოქალაქეების 34% არ ენდობა.
  • ინსტიტუტი განმარტავს, რომ ზელენსკისადმი ნდობა-უნდობლობის ბალანსი +27%-ია და 2026 წლის აპრილთან შედარებით, ნდობისა და უნდობლობის მაჩვენებლები არ შეცვლილა.

სტრიქონებს შორის: სოციოლოგები სვამდნენ კითხვებს 18 სხვადასხვა საჯარო ფიგურისადმი ნდობის შესახებ.

  • განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების და სპეცსამსახურების მოქმედი და ყოფილი მეთაურები.
  • რესპონდენტები ყველაზე პოზიტიურად აფასებენ უკრაინული დრონების ძალების მეთაურს რობერტ ბროვდის (მადიარი - რედ.) - მას მოქალაქეების 70% ენდობა, 7% კი - არ ენდობა;
  • ვალერი ზალუჟნის 73% ენდობა, ხოლო 21% არ ენდობა;
  • კირილო ბუდანოვს - 70% ენდობა, 22% არ ენდობა.
  • ანდრი ბილეცკის 49% ენდობა, 12% - არ ენდობა – 12%,
  • მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის 52% - ენდობა, 36% -  არ ენდობა.

დიდი სურათი: სოციოლოგიები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკოსებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს ხარკივის მერი იჰორ ტერეხოვი: 52% ენდობა და 19% არ ენდობა.

  • თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი - 50% ენდობა და 21% არ ენდობა და მიკოლაევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვიტალი კიმი - 47% ენდობა და 27% არ ენდობა.

კონტექსტი: საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2026 წლის 7 მაისიდან 3 ივნისამდე, სატელეფონო ინტერვიუების მეთოდით, მობილური ტელეფონის ნომრების შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე.

  • სულ გამოიკითხა 18 წლის და უფროსი ასაკის 1015 რესპონდენტი, რომლებიც გამოკითხვის მომენტში ცხოვრობდნენ უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ასევე ნახე