ახალი ამბები

10:09 | 08 ივნისი, 2026 — სომხეთი

ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნები მოიგო - დათვლილია ხმების 100%

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 1 476 916 დათვლილი ხმის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

ვითარების არსი: ნიკოლ ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო ხელშეკრულება" - 727 160 ხმა (49.81%)

  • პრო-რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის "ძლიერი სომხეთი" - 340 062 ხმა (23.29%)
  • პრო-რუსი ექს-პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსი "სომხეთი" - 145 097 ხმა (9.94%)
  • ოლიგარქ გაგიკ წარუკიანის პარტია "აყვავებული სომხეთი" - 58 368 ხმა (4.00%)

სტრიქონებს შორის: პარტიები და ალიანსები, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, პარლამენტში მანდატებს ვერ მიიღებენ. მათი ხმები, მანდატების განაწილების პროცესში, იმ პოლიტიკურ ძალებზე გადანაწილდება, რომლებმაც ბარიერი გადალახეს.

  • საბოლოო შედეგებზე დაყრდნობით, ეროვნულ ასამბლეაში მანდატების სავარაუდო განაწილება შემდეგნაირია:
  • ფაშინიანის "სამოქალაქო ხელშეკრულება" - 61 მანდატი
  • ალიანსი "ძლიერი სომხეთი" - 28 მანდატი
  • ალიანსი "სომხეთი" - 11 მანდატი
  • პარტია "აყვავებული სომხეთი" - 5 მანდატი

დიდი სურათი: ნიკოლ ფაშინიანის პარტიას პარლამენტში სტაბილური უმრავლესობა ექნება, მაგრამ მან ვერ შეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო 70 მანდატის მიღება, რამაც შეიძლება გაველნა მოახდინოს აზერბაიჯანთან საშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე.

  • ქვეყნის მასშტაბით სულ დათვლილია 1 476 916 ბიულეტენი.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე