ყირიმში საწვავის კრიზისმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტალონების შემოღების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შემთხვევა გამოიწვია.
ყირიმსა და სევასტოპოლში ბენზინზე ტალონები შემოიღეს. საწვავის კრიზისი ნახევარკუნძულზე, სავარაუდოდ, "სახმელეთო ხიდის" ინტენსიურმა დაბომბვამ გამოიწვია.
ჩაშლილად: აი-95 მარკის ბენზინის გაყიდვაზე ტალონების შემოღების შესახებ შაბათს საღამოს ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა.
- მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ აი-92 მარკის ბენზინის გაყიდვა 20 ლიტრამდე შეზღუდა.
- აქსიონოვის თქმით, სიტუაციის გამოსწორება უახლოეს 30 დღეშია მოსალოდნელი.
- სევასტოპოლშიც ბენზინის ბარათები შემოიღეს. ქალაქის ე.წ. ხელმძღვანელის, მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, შეზღუდვა ორივე მარკის საწვავზე გავრცელდება.
- რაზვოჟაევის განმარტებით, ტალონების შემოღება დროებითი ნაბიჯია, რომელიც ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის მარაგების აღსადგენადაა საჭირო.
- "იმისათვის, რომ მტერს ინფორმაცია არ მივაწოდოთ და ჩვენი გეგმები არ ჩაიშალოს, ყველა ჩვენს მიმდინარე მოქმედებაზე ვერ ვისაუბრებ." - წერს Telegram-ში რაზვოჟაევი.
- ტალონების ასაღებად მძღოლებმა ყირიმში მოქმედი ავტოგასამართი სადგურების, "ატანისა" და "ტესის" სარეგისტრაციო პუნქტებს უნდა მიმართონ. თან უნდა იქონიონ რუსული პასპორტი და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა.
საწვავზე ტალონების შემოღების შემთხვევები რუსეთში: რუსეთში, რეგიონული ხელისუფლების დონეზე, საწვავზე ტალონების შემოღების გადაწყვეტილება ბოლოს 2017 წელს მიიღეს.
- მაშინ, მაგადანში ბენზინზე ტალონები იმ ტანკერის „გაუმართაობის გამო“ შემოიღეს, რომელსაც რეგიონში ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა. წყვეტა დაახლოებით ერთ კვირაში აღმოიფხვრა.
- 2011 წელს, ქვეყანაში მასშტაბური საწვავის კრიზისის დროს, ბენზინის ტალონებით გაყიდვაზე სრულად გადავიდა ტივა.
- ცალკეულ ავტოგასამართ სადგურებზე ტალონები შარშანდელი საწვავის კრიზისის დროსაც შემოიღეს, თუმცა მაშინ შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება რეგიონულ ხელისუფლებას არ მიუღია. კერძოდ, ტალონები მოქმედებდა ზაბაიკალის, ნოვოსიბირსკის ოლქისა და თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ზოგიერთ ბენზინის გასამართ სადგურებზე.
კონტექსტი: სევასტოპოლში უმსხვილესი ქსელების - "ატანისა" და "ტესის" ავტოგასამართ სადგურებზე AI-92 და AI-95 მარკის ბენზინის გაქრობის შესახებ რაზვოჟაევმა 29 მაისს განაცხადა.
- ეს მოხდა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მას შემდეგ, რაც დრონების დარტყმების გამო, დეფაქტო ხელისუფლებამ ყირიმისკენ მიმავალ, "სახმელეთო ხიდზე" მოძრაობა შეზღუდა.
- სევასტოპოლის ავტოგასამართ სადგურებზე ტალონების შემოღება ერთი კვირით ადრე დაიწყო. მაშინ ოკუპირებული ქალაქის ხელმძღვანელობამ ბენზინის გაყიდვა ერთ მომხმარებელზე 20 ლიტრით შეზღუდა და დიზელის საწვავზე ტალონები აამოქმედა.