11:56 | 29 სექტემბერი, 2026 — ოკუპირებული სამაჩაბლო
ოკუპირებულ სამაჩაბლოში "რუსეთის ელჩი": მოსახლეობის უმრავლესობას რუსული პასპორტი მომავალ წელს ექნება
სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა აბსოლუტურ უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა უკვე მომავალ წელს ექნება.
ამის შესახებ განაცხადა ოკუპირებულ სამაჩაბლოში ე.წ. რუსეთის ელჩმა, მარატ კულახმეტოვმა.
რა თქვა: "ვფიქრობ, მომავალ წელს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს. ეს არის ბუნებრივი გზავნილი, ეს არის სამხრეთ ოსეთის ხალხის ბუნებრივი მისწრაფება". - განაცხადა კულახმეტოვმა.
ვითარების არსი: ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს აფხაზეთშიც: შენარჩუნებულია შეღავათიანი ბაჟი, გახსნილია სპეციალური პუნქტები, რომლებიც მეტი განაცხადის დამუშავების საშუალებას იძლევა.
- 29 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რუსეთის საელჩო რუსული პასპორტების მიღების პროცესს დააჩქარებს.
- აფხაზეთში "რუსეთის ელჩის", ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ოქტომბრის ბოლოსთვის საბუთების მიღების პროცესი ხუთჯერ უფრო ასწრაფდება.
- გამარტივებული წესით პასპორტების მიღება დნესტრისპირეთის მცხოვრებლებმაც დაიწყეს.
კონტექსტი: კონფლიქტოლოგების ნაწილის აზრით, დაჩქარებულ პასპორტიზაციას ორივე რეგიონის შემთხვევაში სხვდასხვა მიზანი აქვს:
- სამხრეთ ოსეთში - იურიდიული შესვლა პირდაპირ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.
- აფხაზეთში — ფაქტობრივი შესვლა აღიარების გამოხმობის გარეშე.
- დნესტრისპირეთში - ყირიმიდან ბესარაბიის მიმართულებით პოტენციური სახმელეთო დერეფნისთვის მზადება.