ახალი ამბები

10:49 | 10 ივლისი, 2026 — პოლონეთი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ვინც პოლონეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერას აკრიტიკებს, შეიშალა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა დაიცვა პოლონეთის მთავრობის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტების გადაცემა და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა პოლონეთის ეროვნულ ინტერესებში შედის.

ვითარების არსი: პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აღაშფოთა პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის გარემოცვისა და ოპოზიციური პარტიების კრიტიკულმა კომენტარებმა, რომლებმაც მთავრობა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რამდენიმე რაკეტის გადაცემის გამო გააკრიტიკეს.

  • პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა მარჩინ ფშიდაჩმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმა საკვანძო როლი ითამაშა უკრაინისთვის რაკეტების გადაცემის გადაწყვეტილებაში.
  • "ეს ღალატია თუ უბრალოდ სისულელე?" - იკითხა მან.

სტრიქონებს შორის: კოსინიაკ-კამიშმა მას უპასუხა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება პოლონეთის ეროვნულ ინტერესებში შედის.

  • "მე დავიცავ ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მე და მთავრობამ მივიღეთ. ფშიდაჩს ვეკითხები ამ სისულელეზე, რასაც ის როშავს - ღალატია თუ სისულელე? გუშინ ნატომ განაცხადა, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. რუსეთთან ომში უკრაინის დამარცხება ჩვენთვის ყველაზე ცუდი სცენარია," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
  • "მირჩევნია, ჩვენმა Patriot-ებმა რუსული რაკეტები კიევის თავზე ჩამოაგდონ, ვიდრე ვარშავის თავზე. ისინი, ვინც უკრაინისთვის პოლონეთის მხარდაჭერას აკრიტიკებენ, ჭკუიდან შეიშალნენ." - ხაზი გაუსვა კოსინიაკ-კამიშმა.

დიდი სურათი: გასულ კვირას პოლონეთი პოლიტიკურმა სკანდალმა მოიცვა მას შემდეგ, რაც პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა და "კონფედერაციის" ლიდერმა კშიშტოფ ბოსაკმა განაცხადა, რომ "მარტში, სეიმისგან მალულად, მთავრობამ უკრაინას Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი ძვირადღირებული და რთულად მოსაპოვებელი რაკეტები გადასცა."

  • ამ ფონზე, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა გაასაჯაროვა მონაცემები იმ სამხედრო დახმარების შესახებ, რომელიც ვარშავამ უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გადასცა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე