10:39 | 09 სექტემბერი, 2026 — რუსეთი
პუტინი ზამთარში უკრაინაზე თავდასხმების გაძლიერებას გეგმავს - Bloomberg
Bloomberg-ის ცნობით, რომ ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირები შეეგუენ იმ აზრს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მომავალ წელსაც გაგრძელდება, რადგან აშშ-ის ბოლო სამშვიდობო ინიციატივას არანაირი შედეგი არ მოუტანია.
ვითარების არსი: ინფორმირებულმა ევროპელმა მაღალჩინოსნებმა
- Bloomberg-ის მონაცემებით, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ჩატარებული მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწიეს.
- ოფიციალური პირების თქმით, პუტინს საკუთარი პოზიციის შერბილების არანაირი ნიშანი არ უჩვენებია. მას სურს, ომის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში, დონეცკის ოლქზე სრულად დაამყაროს კონტროლი.
სტრიქონებს შორის: ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, რუსეთის გეგმა უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკულ და გათბობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გაძლიერებაა, რათა სამოქალაქო მოსახლეობის ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს, ასევე ევროპაში ჰიბრიდული თავდასხმებისა და პოლიტიკური ჩარევის გაზრდა, კიევის მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად.
- Bloomberg-ის წყარო აცხადებს, რომ პუტინი ვარაუდობს, მომავალ გაზაფხულზე სიტუაციიდან უფრო ძლიერი პოზიციებით გამოვიდეს, პარალელურად კი შეინარჩუნოს რუსეთის ეკონომიკა, რომელიც სულ უფრო რთულ მდგომარეობაში იმყოფება.
- გამოცემის ცნობით, სერიოზული მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, სულ მცირე მომავალ წლამდე არ გაიმართება.
- ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის მოკავშირეებმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინონ და პრიორიტეტი უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების გაგზავნას მიანიჭონ.
დიდი სურათი: გამოცემა ასევე წერს, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შესაძლოა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ განახლდეს, თუმცა ეს განხილვები, სავარაუდოდ, არსებით გავლენას ვერ მოახდენს სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივაზე.
- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათგან მიიღო გზავნილი: "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად არიან."