ახალი ამბები

19:57 | 19 აგვისტო, 2026 — რუსეთი

პუტინმა რუსეთის მთავრობას Wildberries-ის საწყობების აღდგენა დაავალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, დაიწყოს უკრაინის თავდასხმების შედეგად დაზიანებული ლოგისტიკური და სასაწყობო სიმძლავრეების აღდგენის პროგრამა.

ვითარების არსი: კრემლში გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის სავაჭრო ინფრასტრუქტურა თითქოს ეფექტიანად და სტაბილურად ფუნქციონირებს.

  • "დაძაბულ რეჟიმში მუშაობა, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, თუმცა ყველა, ვინც ამ სფეროში მუშაობს, სრულად ართმევს თავს იმ ამოცანებს, რომლებსაც დრო გვიყენებს," - თქვა მან.

სტრიქონებს შორის: რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლოგისტიკური და სასაწყობო სიმძლავრეები აღდგენას საჭიროებს, მათ შორის სახელმწიფოს მონაწილეობით, ხოლო აღდგენითი სამუშაოები თვისებრივად ახალ ტექნოლოგიურ დონეზე უნდა განხორციელდეს.

  • ციფრული პლატფორმების ასოციაციამ, რომელიც აერთიანებს Wildberries-ს, Ozon-ს, Яндекс-ს, Авито-სა და Купер-ს, რუსეთის მთავრობას მხარდაჭერის ღონისძიებათა შემოღება სთხოვა იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც დრონების თავდასხმების შედეგად დაზარალდნენ.
  • Wildberries-ზე დარტყმების შემდეგ, ზოგიერთმა რუსულმა მარკეტპლეისმა დაიწყო გამყიდველებისთვის პირობების შეცვლა და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების დროს საქონლის დაკარგვაზე პასუხისმგებლობის მოხსნა.

დიდი სურათი: Wildberries-ის საწყობებზე უკრაინული დარტყმების კამპანიამ, რის შედეგადაც კომპანიის სულ მცირე 14 ლოგისტიკური ჰაბი დაიწვა, რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისის ბიზნესმოდელი ჩამოშალა, რომელიც ყოველწლიურად რუსეთის მშპ-ის 3%-ის ოდენობის საქონელს ყიდდა.

  • The Bell-ს ელექტრონული კომერციის ბაზრიდან ორმა წყარომ განუცხადა, რომ ფინანსური კრახისა და Wildberries-ის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად, კომპანიის გადარჩენას, სავარაუდოდ, სახელმწიფო ეცდება.
  • ერთ-ერთი წყაროს შეფასებით, მხოლოდ პირდაპირმა ზარალმა Wilberries-ისთვის, რომელმაც რამდენიმე კვირაში თავისი სასწყობო სიმძლავრეების დაახლოებით 20% დაკარგა, შესაძლოა 100 მილიარდ რუბლს გადააჭარბოს, ხოლო უარეს შემთხვევაში - 200 მილიარდს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე