ახალი ამბები

11:00 | 26 მაისი, 2026 — რუსეთი

პუტინმა საზღვარგარეთ რუსეთის მოქალაქეების დაცვის კანონს მოაწერა ხელი

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების ექსტერიტორიული გამოყენების შესახებ რუსეთის მოქალაქეების დასაცავად.

შესაბამისი დოკუმენტაცია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნდა. კანონი ძალაში გამოქვეყნებიდან 10 დღეში შევა.

კანონის არსი: კანონი შემუშავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უფლებების დასაცავად მათი დაკავების, დაყოვნების, სისხლისსამართლებრივი ან სხვაგვარი დევნის შემთხვევაში - იმ უცხოური ან საერთაშორისო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებით, რომელთა კომპეტენციასაც რუსეთი არ აღიარებს.

  • რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ასეთ შემთხვევებში გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჩართვის შესაძლებლობა "რუსეთის მოქალაქეების დასაცავად", რუსეთის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
  • გარდა ამისა, პუტინის გადაწყვეტილებით, ასეთი მოქალაქეების "დასაცავად" შესაბამისი ზომები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმაც უნდა გაატარონ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე