ახალი ამბები

18:01 | 23 მაისი, 2022 — რუსეთი

რუსეთი: აზოვსტალიდან გამოყვანილი უკრაინელი სამხედროების გაცვლა დასაშვებია

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან გამოყვანილი უკრაინელი სამხედროების გაცვლის შესაძლებლობას. ამის შესახებ РИА Новости Telegram-ზე იტყობინება.

ასეთი გაცვლის შესაძლებლობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ დაუშვა.

მას დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, 20 მაისს, დილით, აზოვსტალის ქარხანა 1700-მდე უკრაინელმა ჯარისკაცმა დატოვა. 

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე