ახალი ამბები

10:41 | 29 ივლისი, 2026 — რუსეთი

რუსეთმა პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ "ტელეგრამის" დამფუძნებელ პაველ დუროვს ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობისთვის ბრალი წაუყენა და მის დაპატიმრებაზე საერთაშორისო ორდერი გასცა.

ვითარების არსი: ФСБ-ს განცხადებით, ბრალდებები უკავშირდება "ტელეგრამის" მიერ იმ მასალების წაუშლელობას, რომლებიც "გამოიყენებოდა უკრაინის სპეციალური სამსახურების, ასევე ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დივერსიული და ტერორისტული აქტების, მასობრივი მკვლელობებისა და კიბერ-თაღლითური ოპერაციების მოსამზადებლად და კოორდინაციისთვის."

  • დუროვს ან "ტელეგრამს" მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სტრიქონებს შორის: მესენჯერი "ტელეგრამი" 2013 წელს დაარსდა და მას 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ფართოდ გამოიყენება რუსეთ-უკრაინის ომის ორივე მხარეს.

  • ბოლო წლებში რუსეთმა არაერთხელ სცადა "ტელეგრამის" გამოყენების შეზღუდვა და მის ნაცვლად საკუთარი, სახელმწიფოს მიერ კონტროლირეული მესენჯერის, MAX-ის პოპულარიზაცია დაიწყო.

დიდი სურათი: დუროვმა, რომელიც რუსეთში დაიბადა, თუმცა ამჟამად არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის პასპორტებს ფლობს, რუსეთის "ფეისბუქის" ანალოგი VKontakte დააარსა, სანამ 2014 წელს, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფონზე, თავის დარჩენილი წილი არ გაყიდა.

  • ამასთანავე, საფრანგეთის ხელისუფლება დუროვის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს, რადგან "ტელეგრამმა" ვერ უზრუნველყო პლატფორმაზე კრიმინალური საქმიანობის ჯეროვანი აღკვეთა და საკმარისად არ ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან. დუროვი დანაშაულს უარყოფს.
  • 25 ივნისს, "ტელეგრამის" დამფუძნებელი პაველ დუროვი საქართველოს ეწვია. ის თბილისსა და ბათუმში შენიშნეს, ქალაქებში დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა. დუროვი "ქართული ოცნების" წევრ ვაკო თურნავას შეხვდა.
  • იმავე დღეს, ირაკი კობახიძე მიესალმა დორის ვიზიტს: "ბატონი დუროვი არის ბიზნესმენი. მას ვერ ექნება ოფიციალური ვიზიტი. ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი წარმატებული მეწარმის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამას."
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე