15:49 | 08 ივნისი, 2026 — რუსეთი
რუსეთში მიხაილ ხოდორკოვსკის დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
მოსკოვის სასამართლომ დევნილ რუს ბიზნესმენს, მიხაილ ხოდორკოვსკის დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მილიარდერს რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება ედება ბრალად.
დეტალები: გარდა ამისა, ხოდორკოვსკის 5 წლის ვადით აეკრძალა ინტერნეტ საიტების ადმინისტრირება. პროკურატურა ბიზნესმენისთვის 14-წლიან განაჩენს ითხოვდა.
- ხოდორკოვსკის წინააღმდეგ სამხედრო "ფეიკების" შესახებ საქმე Twitter-ის პოსტისა და YouTube არხზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო აღძრეს.
- 2022 წლის სექტემბერში მან გამოაქვეყნა წერილის ფოტო, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ირინა ოკლადნიკოვამ, ვიცე-პრემიერ დიმიტრი გრიგორენკოს გაუგზავნა.
- წერილში ნათქვამი იყო, რომ 2022 წლის აგვისტოს შუა რიცხვებისთვის უკრაინის ომში 48 759 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, პოლიტიკოსის განცხადებები არ შეესაბამებოდა რუსეთის ოფიციალურ პოზიციას, ხოლო წერილი ყალბი იყო.
- ასევე, მას ბრალად დასდეს 2024 წელს, საკუთარ Youtube-არხზე კიევში მდებარე საავადმყოფო "ოხვმატდეტის" დაბომბვის ვიდეოს გამოქვეყნება.
კონტექსტი: მიხაილ ხოდორკოვსკი "რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის" ერთ-ერთი წევრია. ორგანიზაცია
- გასული წლის ოქტომბერში ФСБ-მ ხოდორკოვსკისა და "რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის" სხვა მონაწილეების წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ განაცხადა.
- მას ბრალი დასდეს ტერორისტულ გაერთიანებაში მონაწილეობაში, ხელისუფლების ძალადობრივ ხელში ჩაგდებასა და ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებებში.
- ძალოვნების ვერსიით, ორგანიზაციის მონაწილეები აფინანსებენ "უკრაინულ გასამხედროებულ ნაციონალისტურ ქვედანაყოფებს", ასევე ასაქმებენ მათში ადამიანებს, რათა შემდგომში "რუსეთში ხელისუფლება ძალისმიერი გზით" ჩაიგდონ ხელში.
- მარტში "რუსეთის ანტისაომარი კომიტეტი" ტერორისტულ ორგანიზაციად ცნეს.