ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) მონაცემებზე დაყრდნობით, მედიები წერენ, რომ რუსეთში ნავთობის მოპოვება ზედიზედ მეექვსე თვეა იკლებს.
ვითარების არსი: ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის თანახმად, მაისში საშუალო დღიურმა მოპოვებამ დაახლოებით 9 009 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
- ეს დაახლოებით 370 000 ბარელით ნაკლებია ნოემბრის პიკურ მაჩვენებელზე (9 380 მლნ ბარელი დღე-ღამეში).
- გარდა ამისა მაჩვენებელი 690 000 ბარელით ჩამორჩება OPEC-ის შეთანხმების ფარგლებში რუსეთისთვის დაწესებულ კვოტას.
კონტექსტი: ანალიტიკოსების მონაცემებით, კლება დაემთხვა რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გახშირებას.
- მხოლოდ მაისში უკრაინამ მინიმუმ 30-ჯერ მიიტანა იერიში რუსეთის ნავთობინდუსტრიასთან დაკავშირებულ საწარმოებზე.
კლების დამატებით ფაქტორებად სახელდება შეზღუდული ინვესტიციები და ინფრასტრუქტურული ბარიერები, მათ შორის, ნედლეულის შენახვისა და ლოგისტიკის პრობლემები.
- ნავთობგადამუშავების შეფერხების კომპენსირების მიზნით, რუსეთი ნედლეულის ნაწილს ექსპორტზე გაიტანს.