11:30 | 03 ნოემბერი, 2026 — სერბეთი
სერბეთში იმ ბანკის მფლობელი დააკავეს, რომელშიც რუსი ემიგრანტები ფულს ინახავდნენ
სერბეთში დააკავეს Alta ბანკის მფლობელი დავორ მაცურა, რომელსაც ლიცენზია გაუქმეს. ამ ბანკში რუსი ემირანტების სახსრები ინახებოდა
მაცურას დაკავების შესახებ სერბული გამოცემა Nova.rs წერს.
ვითარების არსი: Alta ბანკი სერბეთში ერთ-ერთი უმსხვილესი იყო, ასევე ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან საკრედიტო დაწესებულებათა შორს შედიოდა, რომელიც რუს ემეგრანტებს ანგარიშებს უხსნიდა.
- 30 ოქტომბერს სერბეთის ეროვნულმა ბანკმა Alta-ს ლიცენზია გააუქმა და მისი კლიენტების ანგარიშები გაყინა. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ლიცენზია "მეანაბრეების დაცვისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით" გაუქმდა.
- სერბეთის ხელისუფლება კლიენტებს დაჰპირდა, რომ დაკარგული ანაბრებიდან 50 ათას ევრომდე თანხას ბანკის გაკოტრების ოფიციალური პროცედურის დაწყებიდან მალევე დაუბრუნებენ.
- სერბეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროკურატურამ Alta ბანკიდან ფულადი სახსრების საზღვარგარეთ შესაძლო გადინების გამოძიება დაიწყო.
ჩაშლილად: სერბული Alta ბანკის მფლობელი დავორ მაცურა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ მოსკოვში გაქცევას ცდილობდა.
- დავორ მაცურა არის სერბეთის პროგრესულ პარტიასთან დაახლოებული პირია.
- პროგრესული პარტია, რომლის ლიდერი ალექსანდრ ვუჩიჩია, 25 ოქტომბერს საპარალამენტო არჩევნებში დამარცხდა.