ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ უკრაინა ახლა "უფრო ძლიერ და უკეთეს პოზიციაშია, ვიდრე ოდესმე ამ ომის განმავლობაში" და წარმოადგენს "უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიას რუსეთთან მიმართებით."
ვითარების არსი: გერმანულ Bild-თან ინტერვიუში სტუბმა თქვა, რომ "დღეს უკრაინა იმყოფება უფრო ძლიერ და უკეთეს პოზიციაში, ვიდრე ოდესმე ამ ომის განმავლობაში - სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური თვალსაზრისით. უკრაინას უპირატესობა აქვს და ის ამ ომს მოიგებს."
- ფინეთის პრეზიდენტის აზრით, "თუ გადარჩები, თუ შეინარჩუნებ დამოუკიდებლობას, თუ დარჩები სუვერენულ სახელმწიფოდ - აი, ეს არის გამარჯვება".
- გარდა ამისა, სტუბისთვის უკრაინის მხარდაჭერა - ეს ასევე საკუთარ უსაფრთხოებაში განხორციელებული ინვესტიციაა.
- "ჩვენ, როგორც გერმანიაში, ისე ფინეთში, უნდა გავიაზროთ, რომ უკრაინა - ჩვენი უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა რუსეთთან მიმართებით. თუ უკრაინა წააგებს, ჩვენც წავაგებთ."
სტრიქონებს შორის: ფინეთის ლიდერმა ასევე ეჭვი გამოთქვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ბირთვული დარტყმის შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ ამ ზაფხულს მას ეწვია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეს საკითხი სტუბმა წამოჭრა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი უპასუხა: 'ჩვენ არასდროს დავუშვებთ ამას.'
- "და მე მიმაჩნია, რომ ეს საკმარისად ეფექტური შემაკავებელი ფაქტორია." - აღნიშნა ინეთის პრეზიდენტმა.
- სტუბმა დაასახელა სამი მიმართულება, რომელთაც შეუძლიათ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება დააჩქარონ. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ არ სურს იყოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების საჯარო მონაწილე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მზადაა იმოქმედოს როგორც მომლაპარაკებელმა.
- ასევე, მისი თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია მზად იყოს "უარესი" სცენარისთვის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ვითარება იქნება ზამთარში.