ახალი ამბები

18:45 | 08 ივლისი, 2026 — აშშ-უკრაინა

ტრამპი: უკრაინას PATRIOT-ის წარმოების ლიცენზიას მივცემთ

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას PATRIOT-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის წარმოების ლიცენზიას მისცემს.

ვითარების არსი: ამის შესახებ ამერიკელმა პრეზიდენტმა ნატოს სამიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.

  • “დიახ ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ. ერთმა ჩიტმა მიჩურჩულა, რომ უკრაინას PATRIOT-ის წარმოების უფლებას მივცემთ. ჩვენ მათ ვასწავლით ამის კეთებას, ეს რთულია, მაგრამ მათ (რედ. უკრაინას) შეუძლიათ ამის სწრაფად ათვისება”- თქვა ტრამპმა.
  • ამასთანავე ამერიკელ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია საუბარია მთლიანად PATRIOT-ის სისტემების წარმოების ლიცენზიაზე, თუ კონკრეტულად საზენიტო რაკეტებზე.

ჩაშლილად: უკრაინა უკვე დიდი ხანია ითხოვს ამ ტიპის საზენიტო რაკეტების წარმოების ლიცენზიას, რომელზეც მსოფლიოში მზარდი დეფიციტია და რომელსაც სულ რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს.

  • PATRIOT-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ერთადერთი ეფექტური თავდაცვაა რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ.
  • ტრამპის თქმით, გადაწყვეტილების შესახებ რაკეტების მწარმოებელი კომპანიისთვის ჯერ არ უცნობებიათ, თუმცა დარწმუნებულია, რომ “კომპანიაში მოხარულები იქნებიან.”

დიდი სურათი: ანკარაში მიმდინარე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტზე დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ირგვლივ სხვა განცხადებებიც გაავრცელა.

  • ამერიკელი პრეზიდენტი გამოეხმაურა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო დარტყმებს რუსეთის სიღრმეში და თქვა, რომ ეს ესკალაციაა, თუმცა “ესკალაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ომის დასრულებას.”
  • ტრამპის თქმით, გასულ წელს ოვალურ კაბინეტში სკანდალური შეხვედრის მიუხედავად მას პრეზიდენტ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა.
  • მისი თქმით, ზელენსკის და პუტინსაც ომის დასრულება სურთ - ამერიკელმა პრეზიდენტის თქმით, დღის ბოლომდე რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

ასევე ნახე