უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი დამპყრობლების დანაკარგებმა დაახლოებით 30150 ჯარისკაცს მიაღწია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე 29 მაისს განაცხადა.
დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 150-მდე რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.
ოკუპანტების დანაკარგები უკრაინაში შემოჭრის დროს ასეთია:
- ტანკები - 1338 (+8);
- ჯავშანტექნიკა - 3270 (+12);
- საარტილერიო სისტემები - 631 (+3);
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები (MLRS) - 203;
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93;
- თვითმფრინავი - 207;
- ვერტმფრენი - 174;
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 504 (+1);
- ფრთოსანი რაკეტები - 116;
- გემები / ნავები - 13;
- საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 2240 (+14);
- სპეციალური აღჭურვილობა - 48.
"ბოლო დღის განმავლობაში მოწინააღმდეგეს ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტის მიმართულებაზე ჰქონდა. მონაცემები ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.