უკრაინის წინააღმდეგ ომში 19 ივნისის დილის მდგომარეობით 33 600 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქზე იტყობინება.
დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 250-მდე დამპყრობელი გაანადგურეს.
რუსეთის სხვა დანაკარგები იყო:
- ტანკები - 1468 (+3);
- ჯავშანტექნიკა - 3577 (+4);
- საარტილერიო სისტემები - 745 (+6);
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 235 (+2);
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 98;
- თვითმფრინავები - 216;
- ვერტმფრენები - 181 (+1);
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 598 (+4);
- ფრთოსანი რაკეტები - 130 (+1);
- გემები / ნავები - 14;
- საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 2523 (+10);
- სპეციალური ტექნიკა - 55.
"მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით განიცადა. მონაცემები ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.