უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან დაახლოებით 87 900 რუსი სამხედრო მოკვდა. ამ ინფორმაციას 28 ნოემბერს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გუშინ უკრაინელმა სამხედროებმა 590-მდე ოკუპანტი გაანადგურეს.
რუსების სხვა დანაკარგები ასეთია:
- ტანკები - 2908 (+3);
- ჯავშანტექნიკა - 5861 (+5);
- საარტილერიო სისტემები - 1899 (+2);
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 395;
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 209;
- თვითმფრინავები - 278;
- ვერტმფრენები - 261;
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 1555;
- ფრთოსანი რაკეტები - 531;
- გემები / ნავები - 16;
- საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 4416 (+4);
- სპეცტექნიკა - 163.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აღნიშნეს, რომ მონაცემები ზუსტდება.