ახალი ამბები

16:14 | 11 ივლისი, 2026 — რუსეთი

უკრაინის თავდასხმების შემდეგ, რუსეთმა დონ-აზოვის არხზე ნაოსნობა შეაჩერა - Reuters

უკრაინის მიერ 13 რუსული გემის დაბომბვის შემდეგ, რუსეთმა დონ-აზოვის არხზე, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს, ნაოსნობა შეაჩერა.

ვითარების არსი: ამ ინფორმაციას Reuters რუსეთის მარცვლეულის ექსპორტის სექტორში დასაქმებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარასკევს უკრაინამ აზოვის ზღვაში 13 რუსული გემი, მათ შორის 10 ტანკერი დაბომბა.
  • ბაზრის ანალიტიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აზოვის ზღვაზე მოდის რუსეთის - მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორის - ხორბლის ექსპორტის თითქმის მეოთხედი.

სტრიქონებს შორის: ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა სანაოსნო კომპანიებს აცნობა, რომ პარასკევს, ადგილობრივი დროით 18:10 საათიდან, შეჩერდა ყველა განაცხადის მიღება ქერჩის სრუტის გავლის შესახებ, რომელიც აზოვისა და შავ ზღვებს აკავშირებს.

  • ინფორმაციაში არ იყო მითითებული, თუ როდის მოიხსნება აღნიშნული შეზღუდვა.
  • Reuters წერს, რომ პარასკევს, Euronext-ის ბირჟაზე, ხორბლის ფიუჩერსები 4%-ით გაძვირდა და აზოვის ზღვით ნაოსნობის შესაძლო შეწყვეტის შესახებ ხმების ფონზე ბოლო ექვსი კვირის მაქსიმუმს მიაღწია.

დიდი სურათი: OSINT-ანალიტიკურმა ჯგუფმა КиберБорошно-მ გამოაქვეყნა 10 ივლისის ღამეს, უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ანალიზი, სადაც მკაფიოდ ჩანს "ჩრდილოვანი ფლოტის" გემების, პორტებისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანება.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე