ანგელა მერკელი ასტრაზენეკას შემდეგ მოდერნას ვაქცინით აიცრა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვაქცინის მეორე დოზა მიიღო. ამჯერად მან მოდერნას ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა.

66 წლის ლიდერი ასტრაზენეკას ვაქცინით აპრილში აიცრა.

ბევრი ექსპერტი თვლის, რომ სხვადასხვა ვაქცინების შერევა ვირუსის წინააღმდეგ აცრის ეფექტურობას ზრდის.

ანგელა მერკელი პოლიტიკიდან წასვლას შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გეგმავს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები