ეგზიტპოლი: სოციალ-დემოკრატები და ქრისტიან-დემოკრატები 25%-ით ლიდერობენ
ARD/Infratest-ის ეგზიტპოლით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე ამჟამინდელი სამთავრობო კოალიციის წევრმა ორმა პარტიამ სოციალ-დემოკრატებმა და ქრისტიან-დემოკრატები თანაბარი 25%-ით პირველ ადგილს იყოფენ.
მესამე ადგილზე მწვანეები არიან 15%-ით.
მეოთხე-მეხუთე ადგილებზე კი ლიბერალი "თავისუფალი დემოკრატები" და ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" არიან 11%-ით.
"მემარცხენე პარტიამ" 5% მიიღო, მეექვსე ადგილზეა და უცნობია გადალახავს თუ არა 5%-იან ბარიერს.
გერმანიაში ანგელა მერკელის 16 წლიანი მმართველობა დასრულდა.