ფედოროვი: ოკუპანტებმა მელიტოპოლიდან ზაპორიჟიეში გასასვლელი გადაკეტეს
რუსმა დამპყრობლებმა 12 ივლისს კიდევ ერთხელ გადაკეტეს ოკუპირებული მელიტოპოლიდან ზაპოროჟიეში გასასვლელი. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე დაწერა.
მისი თქმით, გაურკვეველი მიზეზების გამო, ოკუპანტები ხალხს ვასილიევკაში საგუშაგოზე არ უშვებენ.
"რაშისტებს ისე ეშინიათ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის, რომ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე აიფარეს ცოცხალ ფარად. მთელი ქალაქი მძევლად არის აყვანილი. უცნობია რამდენ დღეს გაგრძელდება ბლოკადა. მაგრამ ჩვენ გადასასვლელის გასახსნელად ვიბრძვით", - დასძინა მერმა.
რუსული აგრესიის დაწყებამდე მელიტოპოლში 154 000 ადამიანი ცხოვრობდა.