მარიუპოლში 3 ახალი საერთო სამარხი აღმოაჩინეს
მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქის შემოგარენში ახალი საერთო სამარხი აღმოაჩინეს, რაც სატელიტური ფოტოების მიხედვითაც დასტურდება.
"მანგუშისა და ვინოჰრადნის შემდეგ, კიდევ ერთ სოფელში ვნახეთ საერთო სამარხი" - განაცხადა მერმა.
უკრაინული მხარის თანახმად, სამარხების არსებობას, სატელიტური ფოტოებიც ადასტურებს, რის დასტურადაც სოფელი სტარი კრიმი გამოდგება, სადაც ოკუპაციიის შემდეგ, რუსებმა 60-70 მეტრის სიგრძის სამარხი გათხარეს, რომელიც მოგვიანებით 200 მეტრამდე გაიზარდა.
"ადგილობრივების თქმით, მათ საათობით უწევდათ მასობრივ სამარხებზე მუშაობა, რათა წყალი და საჭმელი მიეღოთ"- აღნიშნა ბოიჩენკომ.
უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ნეიტრალურ დამკვირვებლებს, ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ.