МИД: ვიმედოვნებთ, რომ აშშ-მა გაიგონა მოთხოვნა უკრაინის შეიარაღების შეწყვეტაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში "იმედოვნებენ" რომ ტრამპის ადმინისტრაციაში გაიგეს მათი მოთხოვნა უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარების შეწყვეტის აუცელობლობის შესახებ. 

ამის შესახებ МИД-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. 

State Of Play: ზახაროვას თქმით, 18 მარტს გამართულ ტრამპთან გამართულ საუბარში ხაზი გაუსვა უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარების შეწყვეტას როგორც საკვანძო და პრინციპულ საკითხს კონფლიქტის დიპლომატიური მეთოდებით დარეგულირებისთვის. 

  • "ვიმედოვნებთ, რომ ვაშინგტონში ეს გაიგონეს"- განაცხადა ზახაროვამ 

  • საგარეო საქმეთა წარმომადგენლის თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება შეუძლებელი იქნება დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარების შეწყვეტის გარეშე.

Big Picture: უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხზე პუტინთან გამართული საუბრის შემდეგ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა დონალდ ტრამპმაც და განაცხადა, რომ ეს საკითხი რუს კოლეგასთან საუბარში არ განხილულა. 

  • ვფიქრობ, რომ შესანიშნავი საუბარი გვქონდა, რომელიც თითქმის 2 საათი გაგრძელდა. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრ რამეზე, სამშვიდობო შეთანხმების კონტექსტში, ასევე, ვისაუბრეთ სხვა რაღაცებზე, მაგრამ ეს საკითხი (რედ. უკრაინის სამხედრო დახმარება) არ განგვიხილავს.

  • საყურადღებოა, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების მორატორიუმის იდეა თავდაპირველად კიევმა გააჟღერა - დასავლური მედიის ცნობით, გასული წლის ზაფხულში მხარეები ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან, თუმცა, ინიციატივა კურსკში უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაიბლოკა. 





     

მსგავსი სიახლეები