მოვლენეთა განვითარება კვირას რომელმაც ამოაყირავა აშშ-ს და უკრაინის ურთიერთობები

მიმდინარე კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა - უკმაყოფილება ორივე მხრიდან გასული კვირის განმავლობაში კულისებს მიღმა ეტაპობრივად გროვდებოდა, ხოლო ბოლო დღეებში საჯარო სივრცეშიც გადმოიღვარა. 

თავდაპირველად უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირების განგაში გამოიწვია ამერიკელი კოლეგების პოზიციამ, რომ სწრაფად დათანხმებოდნენ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკვე დაგეგმილი შეხვედრების გაუქმებაზე მიანიშნეს. 

უკრაინელთა წუხილს იწვევდა ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების არათანმიმდევრული განცხადებები იმის შესახებ იქნებოდა, თუ არა ნატოში გაწევრიანება ერ-რიადში რუსეთთან გასამართი მოლაპარაკებების განსახილველი თემა. უკრაინელთა განგაში კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ბრიუსელში გამართულ დახურულ შეხვედრაზე აშშ-ს თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპიდან ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილის გაყვანის განიხილავდა, რადგანაც ახალი გუნდი სამხრეთ საზღვარსა და წყნარი ოკეანის აუზზე აპირებდა კონცენტრირებას. 

ტრამპის გადმოსახედიდან ვოლოდიმირ ზელენსკი "გაუმართლებელ წინააღმდეგობას" იჩენდა იმ ქვეყნის პრეზიდენტის "სამართლიან" მოთხოვნაზე, რომელმაც უკრაინას 75 მილიარდი დოლარის დახმარება აღმოუჩინა. ტრამპის უკმაყოფილება გაიზარდა მას შემდეგ რაც უკრაინამ ღიად სკეპტიკურად შეაფასა ერ-რიადში დაგეგმილი შეხვედრის პერსპექტივები, რომელშიც უკრაინა არ მონაწილეობდა. 

"არის იმედგაცრუება, რადგან არის განცდა, რომ ზელენსკი და ზოგი ევროპელი ლიდერი ცდილობს ჩირქი მოცხოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს"- ამბობს NBC-სთან საუბარში ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი. 

მასალა მომზადებულია ვითარებაში გაცნობიერებულ 10-ზე მეტ ევროპელ, ამერიკელ და უკრაინელ დიპლომატზე დაყრდნობით. 

რეალპოლიტიკა გთავაზობთ NBC-ის მასალის თარგმანს. 

დაძაბულობამ საჯარო სივრცეში 18 თებერვალს გადმოინაცვლა, როდესაც დონალდ ტრამპმა პრაქტიკულად გაიმეორა რუსული პროპაგანდის გზავნილები და ომის დაწყებაზე პასუსიხმგებლობა ვოლოდიმირ ზელენსკის დააკისრა. ამავე პოსტში ტრამპმა უკრაინაში ახალი არჩევნების აუცილებლობაზეც მიანიშნა. 

ტრამპის საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. 

ამას ტრამპის კიდევ უფრო მწვავე და უსაფუძვლო კრიტიკა მოჰყვა - საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა ზელენსკის უწოდა "დიქტატორი არჩევნების გარეშე." ტრამპი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე წერდა, რომ ზელენსკის მხარდაჭერის რეიტინგი 4%-ს შეადგენს - კიევის სოციოლოგიური ინსტიტუტის ბოლო კვლევით ზელენსკის მხარს უჭერს მოსახლეობის 52%. 

კიევსა და ვაშინგტონს შორის წარმოქმნილმა უპრეცედენტო დაძაბულობამ გააჩინა წუხილები, მათ შორის ტრამპის მოკავშირე მაღალი რანგის რესპუბლიკელებს შორის. 

"ზელენსკისა და ტრამპს შორის რიტორიკული ომი პუტინს აძლევს ხელს"- ამბობს გამოცემასთან საუბარში რესპუბლიკელი სენატორი, ტომ ტილისი. 

ზელენსკის მიდგომა 

5 ნოემბრის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, კონგრესში უკრაინის მხარდამჭერები და კიევის მიერ დაქირავებული ლობისტები ზელენსკის გუნდს ურჩევდნენ გამოეხატათ მოქნილობა შესაძლო კომპრომისის კუთხით, რაც ტრამპს შეუქმნიდა განცდას, რომ მშვიდობის მისაღწევად მთავარ დაბრკოლებას სწორედ რუსეთი ქმნის.

"საკვანძო იყო ტრამპი დაგვერწმუნებინა, რომ პრობლემა უკრაინა არ არის"- ამბობს NBC-სთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

ამას ხელს უწყოდა ისიც, რომ ამერიკული დაზვერვის ხელთ არსებული ინფორმაციაც, რომ პუტინი რეალურად არ არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით და კვლავ მთელი უკრაინის ოკუპაცია აქვს განზრახული. 

ზელენსკის გარემოცვაში პირველი განგაშის ზარები მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინელი პრეზიდენტის გუნდში შეამჩნიეს, რომ ტრამპი სკეპტიკურად იყო განწყობილი უკრაინის საკითხზე და ასევე წარსულში თავს არიდებდა რუსეთის კრიტიკას. 

გარდა ამისა უკრაინული მხარე ავლენდა მოქნილობას ნატოში გაწევრიანების თემის ირგვილაც - ზელენსკის გარემოცვაში საუბრობდნენ ევროპული ჯარების განლაგების ვარიანტზე, როგორც უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების შესაძლო გარანტიებზე. 

თავდაპირველად არსებობდა განცდა, რომ ამგვარი მიდგომა მუშაობდა. ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა რუსეთის შესახებ რამდენიმე მკაცრი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოლაპარაკებებზე უარის შემთხვევაში რუსეთს დამატებითი სანქციებით დაემუქრა. გარდა ამისა, ტრამპმა რუსეთ-უკრაინის საკითხზე სპეციალურ წარმომადგენლად კიევის მიმართ სიმპატიით განწყობილი გენერალი, კიტ კელოგი დანიშნა. 

მომდევნო კვირას ყველაფერი შეიცვალა. 

ვლადიმირ პუტინმა მოულოდენლად რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი მასწავლებელი გაათავისუფლა, ამან საშუალება მისცა ტრამპს ხაზი გაესვა, რომ მისი წინასაარჩევნო დაპირება სისრულეში მოდის. ამას მოჰყვა ახლო აღმოსავლეთში სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტი მოსკოვში და 3-საათიანი შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან. 

მომდევნო დღეს, 12 თებერვალს ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და ერ-რიადში ორმხრივი მოლაპარაკებებიც დააანონსა. ამის შემდეგ ტრამპი ზელენსკის ესაუბრა. 

რუსეთთან მოლაპარაკებებზე გასაგზავნი გუნდის დასახელებისას ტრამპმა გამოტოვა კიტ კელოგი, რაც თავად გენერლისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. 

დაძაბულობა მიუნხენში 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროპელი და ამერიკელი წარმომადგენლების შეხვედრების მომზადების პარალელურად ტრამპის ადმინისტრაციის ზოგი წარმომადგენელი ცდილობდა დაძაბულობა კიევსა და ვაშინგტონს შორის საჯარო სივრცეში არ გადმოსულიყო.

სწორედ ამ ძალისხმევის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის თანაშემწეებს ურჩიეს, ჰეგსეთს მკაფიოდ არაფერი ეთქვა უკრაინის ნატოში გაწევრიანების დაბალი შანსებზე. 

ჰეგსეთმა რჩევაზე უარი თქვა და სიტყვით გამოსვლისას გადაუხვია ცოტა ხნით ადრე მომზადებულ პირველად ვერსიას, რომელიც უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ მეტ ბუნდავანებას შეიცავდა. 

ნაცვლად ამისა, ბრიუსელში ჰეგსეთმა განაცხადა, რომ "სამმშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად უკრაინის ნატოში გაწევრიანება ამერიკულ ადმინისტრაციას არარეალისტურ სცენარად მიაჩნია."

ამის ნაცვლად, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეთავაზებული ვერსია შემდეგნაირად გამოიყურება: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები აუცილებლად არ გულისხმობს ნატოს წევრობას."

ჰეგსეთი, რომელმაც მომდევნო დღეს ტონი შედარებით შეარბილა და თქვა, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება, ამბობს, რომ მისი განცხადებები კოორდინირებული იყო ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის სხვა წარმომადგენლებთან. 

მიუხედავად ამისა, კიევსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა გაარღმავა დონალდ ტრამპის კომენტარმა ჰეგსეთის განცხადებაზე - აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის მდივნის კომენტარი "საკმაოდ ზუსტი" იყო. 

ტრამპისა და მისი თავდაცვის მდივნის განცხადებები კრიტიკის საფუძველი გახდა მაღალი რანგის სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან, რომლებმაც ამგვარი მიდგომა მძიმე შეცდომად შეაფასეს - რადგანაც მათი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ მოლაპარაკებების დაწყებამდე დათმეს საკვანძო პუნქტი. 

უკრაინელების უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც 13 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე ჰეგსეთმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპიდან სამხედრო დანაყოფების ნაწილის გაყვანას განიხილავდა. წყაროების ცნობით, ამის მიზეზად ჰეგსეთმა დაასახელა მოქმედი ადმინისტრაციის სურვილი ფოკუსირდეს ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე და წყნარი ოკეანის აუზზე. 

პენტაგონის პრესსპირმა NBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ცნობები 100%-ით ყალბია. ჯონ ულიოტის თქმით, ჰეგსეთს არ მიუღია მის გამოსვლასთან დაკავშირებული რჩევები სახელმწიფო დეპარტამენტისგან და მისი სიტყვა კოორდინირებული იყო ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წარმომადგენლებთან, რაც "დაადუსტურა კიდეც ტრამპის მიერ ოვალურ ოფისში გაკეთებულმა განცხადებებმა."

ამას თან ახლდა ჰეგსეთისა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსის მიერ ევროპელ კოლეგებთან გაჟღერებული თანმიმდევრული გზავნილები, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები. 

უკრაინისთვის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიების ერთ-ერთ ვარიანტად ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში უკრაინის ნატოში ავტომატურ და დაუყოვნებლივ გაწევრიანებას მოიაზრებენ. 

ამგვარი შეთანხმება, დააკმაყოფილებდა კიევისა და ევროპელი მოკავშირეების შიშებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას გადაჯგუფებისა და ხელახალი იერიშისთვის გამოიყენებს. იდეის მიხედვით, რუსეთის განმეორიბით თავდასხმის შემთხვევაში უკრაინა გამოტოვებს ნატოში გაწევრიანების ტრადიციულ საფეხურებს და ავტომატურად გახდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი. 

მიუხედევად ამისა, უკრაინის უკმაყოფილება კვლავ გამწვავდა მას შემდეგ, რაც პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერ დაიბრუნებს 2014 წლის საზღვერბს. 

ამავე დღეს, 12 თებერვალს, კიევში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ს ფინანსთა მდივანი, სკოტ ბესენტი, რომელსაც უკვე ჩანიშნული ჰქონდა შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან. 

ბესენტმა უკრაინელ პრეზიდენტს წარუდგინა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის იშვიათი მინერლების ნახევარი ეფექტურად აშშ-ს საკუთრება ხდებოდა - წყაროების ცნობით, ზელენსკი გაოცებული დარჩა ამერიკული მხარის მიდგომით. 

როდესაც ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე მისმა გუნდმა ინიციტივა დეტალურად უნდა შეისწავლოს, რაზეც ბესენტმა განუცხადა, რომ მას გადაწყვეტილების მისაღებად 1 საათი ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან ჩანიშნული შეხვედრები გაუქმდებოდა. 

უკრაინელი პრეზიდენტის გარემოცვაში სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოსთან და ვიცე-პრეზიდენტ, ვენსთან ჩანიშნული შეხვედრებს ტრამპის მიდგომის გასაგებად კრიტიკულად მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

წყაროების ცნობით, ბესენტმა ზელენსკის განუმარტა იშვიათ მინერალებზე შეთანხმება აშშ-სა და კიევს შორის ახალი სტრატეგიული ურთიერთობების მშენებლობის კრიტიკული კომპონენტია, რომელიც აუცილებლად გახდება უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების ნაწილი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ. 

მიუნხენის უსაფრთხოების დაწყების შემდეგ, ზელენსკის აცნობეს, რომ ამერიკელებთან შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო, თუმცა შეხვედრა მოგვიანებით მაინც შედგა. იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ბედი კვლავ გაურკვეველია. 

მოგვიანებით Fox News-სთან საუბარში განაცხადა, მისი აზრით ზელენსკი იშვიათი მინერალების შეთანხმებას ხელს მოაწერს და რომ მომავალში ეს შეაკავებს რუსეთის აგრესიას. 

თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, იშვიათი მინერალების მოპოვების შეთანხმება ამ ფორმით წარმოადგენს იმის აღიარებას, რომ უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობა დიდწილად ამერიკელ გადამხდელს უკავშირდება. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები