შვედეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

შვედეთში, ორებროს აეროპორტში თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს დაეჯახა. კატასტროფის შედეგად ერთი პილოტი და 8 მგზავრი დაიღუპა.

მაშველების ადგილზე მისვლისას უკვე ყველა თვითმფრინავზე მყოფი დაღუპული იყო.

მცირე ზომის თვითმფრინავი ორებროს პარაშუტისტების კლუბმა დაიქირავა. 

კატასტროფის მიზეზი უცნობია, პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

 

 

მსგავსი სიახლეები