უკრაინა: რუსეთი სევეროდონეცკის შტურმს ერთდროულად ოთხი მიმართულებიდან ცდილობს
ლუჰანსკის ობლასტის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი იტყობინება, რომ რუსებს ქალაქ სევეროდონეცკზე იერიში ერთდროულად ოთხი მიმართულებიდან მიაქვთ.
„რუსებმა საკადრისი წინააღმდეგობა მიიღეს და წინანდელ პოზიციებს დაუბრუნდნენ. [ოკუპანტები] არტილერიიტ და ტყვიამფრქვევებით საცხოვრებელი რაიონების დაბომბვას აგრძელებენ. თითქმის ყველა დასახლებული პუნქტი დაზარალდა“, - წერს ჰაიდაი Telegram-ში.
გუშინ ჰაიდაიმ განაცხადა, რომ რუსებმა სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დამაკავშირებელი ხიდი ააფეთქეს.
ხიდის გარეშე უკრაინის არმიის დანაყოფები, რომლებიც სევეროდონეცკი რჩებიან, დანარჩენი ნაწილებისგან მოწყვეტილი შეიძლება აღმოჩდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ დონბასში ვითარება „უკიდურესად მძიმეა“.