უკრაინა რუსეთს 160 დრონით დაესხა თავს - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 9 აპრილის ღამეს, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ახალი მასიური შეტევა განახორციელა რუსეთის ტერიტორიაზე. უწყების ცნობით, 158 უკრაინული დრონი განადგურდა რუსეთის რეგიონებში.
State Of Play: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ კრასნოდარის მხარეში 67 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო როსტოვის ოლქის თავზე - 29.
- უკრაინულმა დრონებმა ასევე შეუტიეს ვორონეჟის, კურსკის, ბელგოროდის, პენზას, სარატოვის, ორიოლის რეგიონებს, სტავროპოლის მხარეს, ჩრდილოეთ ოსეთს და ანექსირებულ ყირიმს.
- როსტოვის ოლქის აქსაიში, პლატოვის ქუჩის 74-ე კორპუსის მაცხოვრებლები ევაკუაცია მოხდა უკრაინული დრონის თავდასხმის გამო.
- როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იური სლიუსარმა თქვა, რომ მოიგერიეს უკრაინული დრონების თავდასხმები როსტოვის ოლქის ნოვოშახტინსკის, ზერნოგრადის, ტაგანროგის, კამენსკის, ნეკლინოვსკის, ჩერტკოვსკის, ტარასოვსკის და მილეროვსკის რაიონებში.
- გარდა ამისა, ორენბურგის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ევგენი სოლნცევმა თქვა, რომ რეგიონში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 უკრაინული დრონი ჩამოაგდო მოზდოკის რაიონში.
Big Picture: ტელეგრამის არხი Astra ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს, რომ მოზდოკში თავდასხმის სამიზნე სამხედრო აეროდრომი იყო.
- საღამოდან ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადისა და გროზნოს აეროპორტებში დაწესებულია შეზღუდვები თვითმფრინავების ჩამოსვლასა და გაფრენაზე. მოსკოვის დროით დილის 7 საათისთვის შეზღუდვები მოიხსნა.
- ამ დროის განმავლობაში სამი თვითმფრინავი გაიგზავნა ალტერნატიულ აეროდრომებზე: ერთი მიფრინავდა ვლადიკავკაზში, ერთი ვოლგოგრადში და ერთი გროზნოში.
- Astra ასევე წერს, რომ პერმის რეგიონში (დაახლოებით 2 ათასი კმ-ის მანძილზე უკრაინიდან. - რედ.) დრონები თავს დაესხნენ ოკუპანტებისთვის აღჭურვილობითა და ფორმებით დატვირთულ მანქანების კოლონას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიემართებოდნენ. არხის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ იწვის სატვირთო მანქანა, რომელშიც, ჟურნალისტების თქმით, იყო ფორმები, დრონები, გენერატორები, შენიღბვის ბადეები და სხვა ნივთები.