კულება: აშშ-ის ახალი მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გზაშია

ბლინკენმა კულებას ასევე აცნობა უკრაინის საკითხებში აშშ-ის დროებითი წარმომადგენლის, კრისტინა ქუინის კიევში ვიზიტის შესახებ

ბაიდენი და ტრუდო შეთანხმდნენ, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ

ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს ომის ფართო, გლობალური შედეგების შესახებ ენერგეტიკასა და სურსათის უსაფრთხოებაზე მიმართულებით

ბაიდენი ისრაელში ახლო აღმოსავლეთის ლიდერების სამიტის ჩატარებას გეგმავს - Axios

მარტში ისრაელში ისტორიული შეხვედრა შედგა, რომელსაც სამი არაბულ ქვეყნის - ბაჰრეინის, მაროკოს და საამიროების - საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ

ბაიდენი: ამერიკამ უკრაინას უკვე $3 მილიარდის სამხედრო დახმარება გადასცა

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 3 მაისს ალაბამაში მდებარე Lockheed Martin-ის ქარხანაში ვიზიტისას განაცხადა

სენატორი შუმერი: უკრაინის დასახმარებლად რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციას განვიხილავთ

იახტები, ვილები, ხელოვნების ნიმუშები, ვერტმფრენები - სენატის უმრავლესობის ლიდერმა აშშ-ში რუსი ოლიგარქების ქონებაზე მიუთითა, რომლებსაც კონფისკაცია ემუქრებათ

კონგრესი ბაიდენს გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინის დახმარებას სთხოვს

„როგორ წარმოგვიდგენია, რომ მთელი სიმდიდრე - იახტები, საბანკო ანგარიშები, ვილები, თვითმფრინავები - პუტინს და მის დამქაშებს უკან დავუბრუნოთ, როცა უკრაინელები თავიანთ მკვდრებს მარხავენ?“

აშშ-მ უკრაინაში იარაღის კოორდინაციისთვის გადამდგარი გენერალი დაიქირავა

აშშ-ში თვლიან, რომ ვოლფის კანდიდატურა სწორია, რათა "უკრაინა, დარწმუნდეს, რომ მიიღებს საჭირო იარაღს რუსეთის დასამარცხებლად"