კრუზი: უკრაინას გამანადგურებლები და საჰაერო თავდაცვის სისტემები უნდა გადავცეთ

კრუზი დარწმუნებულია, რომ აშშ-მ ხელი უნდა შეუწყოს უკრაინის საიმედო ეკონომიკურ და უსაფრთხო პარტნიორად ჩამოყალიბებას

ბრიტანეთი: პუტინის გეგმა B მშვიდობიან უკრაინელებზე თავდასხმის გაძლიერებაა

„ნათელია, რომ პუტინმა [უკრაინაში] ვითარება სწორად ვერ გათვალა. მან უკრაინელი ხალხის მზაობა, წინ აღუდგნენ აგრესიას, ვერ დაინახა", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის შეფი

ნავთობის ფასის დასტაბილურებისთვის აშშ რეზერვებიდან დღეში მილიონი ბარელის გაყიდვას აპირებს

ჯამში აშშ-მ სტრატეგიული რეზერვებიდან შესაძლოა 180 მილიონ ბარელამდე ნავთობი გამოუშვას

უკრაინა – ომში მოპოვებული მშვიდობა

ომისგან გამოწვეულმა პირველმა ქარიშხალმა გადაიარა და პანიკური შემოტევებისაგან განცდილი შიში უკვე შესაძლებლობების იმედმა გადაფარა. უკრაინა კვლავაც მტკიცედ იბრძვის და დასავლეთთან ერთად რუსეთის წინააღმდეგობის დაძლევას ცდილობს.

NBC News: მრჩევლებს პუტინისთვის სიმართლის თქმის ეშინიათ

„პუტინმა ისიც კი არ იცოდა, რომ რუსეთის არმია უკრაინაში ახალწვეულებს იყენებდა და მათი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა“, - განაცხადა ამერიკელმა თანამდებობის პირმა, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება

აშშ-მ და ფილიპინებმა ტაივანთან ახლოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს

სამხედრო მანევრებმა პეკინის ყურადღება მიიპყრო, რომელიც ბოლო წლებია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აქტიურ ექსპანსიას ეწევა