15 დეკემბერს უიტკოფი და კუშნერი ბერლინში ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს შეხვდებიან
სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 15 დეკემბერს ბერლინში ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს შეხვდებიან.
ვითარების არსი: გერმანიაში დაგეგმილი მრავალმხრივი შეხვედრის შესახებ პირველად Wall Street Journal-მა დაწერა.
- საყურადღებოა, რომ თავდაპირველად შეხვედრა პარიზში 13 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის უკმაყოფილების გამო გაუქმდა.
- ბერლინში გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები.
სტრიქონებს შორის: სავარაუდოა, რომ განხილვის მთავარი თემა ტერიტორიების საკითხი იქნება - კრემლი დონბასის არაოკუპირებული ნაწილიდან უკრაინული ჯარების გაყვანას ითხოვს.
- ტრამპის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში უკრაინა ისედაც დაკარგავს ამ ტერიტორიების ნაწილს, ან მთლიანად ოლქს - ისინი მოუწოდებენ უკრაინელ პრეზიდენტს მიიღოს შეთანხმება, სანამ პირობები გაუარესდება.
- წყაროების ცნობით, თეთრი სახლის ოპტიმიზმი მას შემდეგ გაიზარდა რაც გასულ დღეებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე რეფერენდუმის ჩატარების იდეა გააჟღერა.
დიდი სურათი: ამასთანავე გასულ დღეებში გაიმართა უიტკოფისა და კუშნერის საუბარი უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველთან, სადაც განიხილებოდა დონბასში ე.წ. დემილიტარიზებული ზონის შექმნა.
- "ამ მოლაპარაკეკებმა მოგვცა საკმარისი პროგრესი რათა დაერწმუნებინა ტრამპი კუშნერი და უიტკოფი ევროპაში გაეგზავნა"- ამბობს Axios-სთან საუბარში ერთ-ერთი წყარო.