კიევში ევროკავშირს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი მიმდინარეობს

კიევი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს მასპინძლობს - ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამიტი კავშირის არაწევრ სახელმწიფოში გაიმართება. 

ამ დრომდე დაუანონსებელი სამიტის შესახებ ინფორმაცია ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა გაავრცელა. ბორელმა უკრაინას ევროკავშირის მომავალი წევრი უწოდა - "ჩვენ შევიკრიბეთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ."

კიევში იმყოფება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა - "ეს 27 სახელმწიფოს მიერ გამოხატული პატივისცემაა იმ ერის, მიმართ, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის."

ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ სამიტს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

ბორელი გამოეხმაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას, რომელიც არ ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას - ბორელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას ამერიკისგან დამოუკიდებლად. 

 

მსგავსი სიახლეები