20-დღიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ ნიკოლა სარკოზი ციხიდან გაათავისუფლა

პარიზის სააპელაციო სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პატიმრობიდან გაათავისუფლა

ვითარების არსი: 70 წლის პოლიტიკოსმა, რომელსაც 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ციხეში მხოლოდ 20 დღე გაატარა, მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს.

  • ყოფილ პრეზიდენტს ეკრძალება თავისი საქმის ბრალდებულებთან და მოწმეებთან შეხვედრა.
  • სააპელაციო სასამართლოს სხდომას სარკოზი დისტანციურად, ვიდეოჩართვის მეშვეობით დაესწრო. ყოფილმა პრეზიდენტმა პატიმრობას "ძალიან რთული" და "დამღლელი" უწოდა.

წინარე ისტორია: მიმდინარე წლის სექტემბერში სარკოზი წინასაარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში დამნაშავედ ცნეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

  • გამოძიების თანახმად, 2007 წელს სარკოზიმ ლიბიის დიქტატორ მუამარ კადაფისგან 50 მილიონ ევრომდე მიიღო. სანაცვლოდ, გამარჯვების შემთხვევაში, სარკოზის ლიბიასთან ურთიერთობის დათბობაზე უნდა ეზრუნა.
  • სარკოზის ასევე კორუფციასა და სახელმწიფო სახსრების გახარჯვაში ედებოდა ბრალი, თუმცა სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო.

სტრიქონებს შორის: ნიკოლა სარკოზი ევროკავშირის პირველი ლიდერია, რომელიც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. გარდა ამისა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ის პირველი უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც საფრანგეთში გაასამართლეს.

მსგავსი სიახლეები