3 თებერვალს თურქეთი და უკრაინა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებენ

 

ხვალ, 3 თებერვალს, უკრაინა და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გააფორმებენ. ხელმოწერის ცერემონია კიევში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის კიევში ვიზიტისას გაიმართება. 

ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრი, მეჰმეტ მუშა ავრცელებს. მინისტრმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ ხელშეკრულება უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე გაფორმდება. 

თავდაპირველად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინა განაცხადა. ზელენსკის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ კიევს სპეციალური ვიზიტით პრეზიდენტი ერდოღანი ეწვეოდა. 

მსგავსი სიახლეები