უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთმა $500 მილიონის რაკეტები ისროლა - Forbes

5 დეკემბერს, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასიური თავდასხმის დროს, რუსეთმა $400-%500 მილიონის ღირებულების რაკეტები ისროლა.

ამ ინფორმაციას,  "Forbes Украина" ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, რუსეთის ჯარებმა 70-ზე მეტი რაკეტა ესროლეს, საიდანაც უკრაინელებმა 60-ზე მეტი ჩამოაგდეს. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ რაკეტების ღირებულების გამოსათვლელად "Forbes Украина"-მ გამოიყენა შემდეგი შეფასებები: X-101 - $13 მილიონი, X-555 - $4 მილიონი, Caliber - $6,5 მილიონი, X-22 - $1 მილიონი, X-59 - $0.5 მილიონი, X-31P - 0.5 მილიონი დოლარი.

მსგავსი სიახლეები