73 წლის წინ დაღუპული ისრაელის არმიის მებრძოლი სამშობლოში დაკრძალეს

 

ხუთშაბათს იერუსალიმში დაკრძალეს ისრაელის თავდაცვის ძალების პირველი დაღუპული ჯარისკაცი, მარტინ დავიდოვიჩი, რომელიც 73 წლის წინ ჩეხოსლოვაკიაში წვრთნებისას დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის მათი შეიარაღებული ძალების პირველი დაღუპული სამხედროა.

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია პრაღაში რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა გადმოსვენების ცერემონიის ორგანიზებისთვის. მარტინ დავიდოვიჩი იერუსალიმში, ჰერცლის მთაზე, სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალეს.

ისრაელის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ალონ შუსტერმა დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა, რომ ჯარისკაცების გადმოსვენება ისრაელის "მორალური ვალდებულებაა."

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედროები სამშობლოში დავაბრუნოთ," - თქვა მან.

დავიდოვიჩი 1927 წელს ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ის ახალგაზრდული მოძრაობა "ჰაშომერ ჰატცაირის" წევრი იყო და ნაცისტებს ებრძოდა. შემდგომში ის გერმანელებმა დაიჭირეს და აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გაუშვეს, მისი ოჯახის წევრები კი დახოცეს.

ომის დასრულების შემდეგ, დავიდოვიჩი ჩეხოსოლოვაკიის არმიას შეუერთდა და მისი ქვედანაყოფი ისრაელის არმიის მომავალ ჯარისკაცებს წვრთვნიდა.

 

 

მსგავსი სიახლეები