9 თებერვალს ზელენსკი ევროპარლამენტს მიმართავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9 თებერვალს, ბრიუსელში, ევროპარლამენტარებს მიმართავს. ამ ინფორმაციას სააგენტო dpa ავრცელებს.
მანამდე ის ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
უკრაინის პრეზიდენტი თავის გამოსვლაში, სავარაუდოდ, მადლობას გადაუხდის ევროპელებს რუსული აგრესიის მოგერიებაში მხარდაჭერისთვის და ამავე დროს იტყვის, რა სახის დახმარება სჭირდება მის ქვეყანას რუსულ არმიაზე გამარჯვებისთვის.